ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

2020 წელი, ქართული ჭადრაკისთვის წარმატებათა სერიით დაიწყო!

ფენომენალურად იასპარეზა  ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დასრულებულ  ქალთა მსოფლიო  გრან პრის მესამე ეტაპზე!  ნანამ, მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ  ტურნირზე 11 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და პირველი ადგილიც დაისაკუთრა!

გაგვახარა ვაჟთა ჭადრაკის ლიდერმაც, საერთაშორისო დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ  პირველი ადგილი დაიკავა  შვედეთის ქალაქ ვეკშიოში გამართულ  ღია საერთაშორისო ტურნირზე ‘Elite  Hotels Open 2020’!

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა: კატო ფიფიამ, ნია დონღვანმა და მარიამ ჯანიაშვილმა, ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ღია ტურნირზე   წარმატებით იასპარეზეს!

ქართველი დიდოსტატის ზურაბ  ჯავახაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა აშშ-ში გამართული უძლიერესი ღია ტურნირი ‘Southwest Class Championship’! აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე ქართველი მოჭადრაკე ირაკლი ბერაძე გავიდა.

ასევე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორის კომპანია 'ევროპაბეთის' მხარდაჭერით მნიშვნელოვნად  გაიზარდა საქართველოს ჩემპიონატების საპრიზო ფონდი.

იანვარში გამართულმა საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის საპრიზო ფონდმა - 29 000 ლარი შეადგინა! ქვეყნის უძლიერეს მოჭადრაკეთა სამეული შემდეგნაირად განაწილდა: I - ლუკა პაიჭაძე, II - თორნიკე სანიკიძე, III - კონსტანტინე შანავა.

უახლოესს თვეებში დაგეგმილია  სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

ასევე აღსანიშნავია,რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვა.

  • სათაური: 2020 წელი, ქართული ჭადრაკისთვის წარმატებათა სერიით დაიწყო!
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-03-2020 8:13 PM
  • Tags:
Top