ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

2020 წლის საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის დებულების დ ა ნ ა რ თ ი

 
 
დ ა ნ ა რ თ ი
               
თაი-ბრეიქი ტარდება შემდეგი წესით:
 
- თუ ანგარიში თანაბარია, მაშინ ფერზე ახალი კენჭისყრის შემდეგ უნდა გათამაშდეს მატჩი - 2 პარტია, თითოეულს 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით;
 
- თუ ანგარიში კვლავ თანაბარია, მაშინ ფერზე ახალი კენჭისყრის შემდეგ უნდა 
        გათამაშდეს მატჩი - 2 პარტია, თითოეულს 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით; 
 
- თუ ანგარიში თანაბარია, მაშინ ფერზე ახალი კენჭისყრის შემდეგ უნდა გათამაშდეს მატჩი - 2 პარტია, თითოეულს 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით; 
 
- თუ ანგარიში ისევ თანაბარია, მაშინ უნდა გათამაშდეს 1 პარტია “არმაგედონი”.
“არმაგედონის” შემთხვევაში - მოჭადრაკე, რომელიც მოიგებს კენჭისყრას, ირჩევს ფერს. 
თეთრებით მოთამაშეს ეძლევა 5 წუთი, ხოლო შავებით მოთამაშეს კი - 4 წუთი.
პარტიაში თეთრების მოგების შემთხვევაში მატჩს იგებს თეთრებით მოთამაშე.
პარტიის ყაიმით ან შავების მოგებით დასრულების შემთხვევაში მატჩს იგებს შავებით მოთამაშე მოჭადრაკე. 
1-60 სვლაზე არ ემატება წამები, 61-ე სვლიდან ემატება 3-3 წმ. თითო სვლაზე 
თითოეულს.
 
    მატჩებს შორის დასვენება 10 წუთი;
 
    პარტიებს შორის დასვენება 5 წუთი.
 
    პარტიები გაიმართება ფიდეს წესების მიხედვით.
 
    თაი-ბრეიქის დროს სვლების ჩაწერა არ არის სავალდებულო (პარტიის ჩაწერას უზრუნველყოფს მსაჯი).
 
    თუ მოთამაშეს სურს ყაიმის დაფიქსირება (იგულისხმება მხოლოდ 3-ჯერ 
    პოზიციის გამეორება ან 50 სვლის წესი) მან უნდა გააჩეროს საათი, არბიტრს 
    გამოართვას ბლანკი და ჩაწეროს გამიზნული სვლა. 
 
    მოთხოვნის სისწორე შემოწმდება არბიტრის ჩანაწერით და ონლაინ ტრანსლიაციის 
    ჩვენებით.  თითოეულ მეტოქეს შეუძლია 2-ჯერ მოითხოვოს ყაიმი. 
    არასწორ მოთხოვნაზე მეტოქეს დაემატება რაპიდში 2 წუთი (ბლიცში 1 წუთი).                       
 მე-3 არასწორ მოთხოვნაზე ჩაეთვლება წაგება.
 მოჭადრაკეს საკუთარ სვლაზე საათის გაუჩერებლად შეუძლია მოსთხოვოს მსაჯს  პარტიის ჩანაწერი, მაგრამ არაუმეტეს ხუთჯერ.                  
 მსაჯი აფიქსირებს შეუძლებელ სვლას და ალმის ჩამოვარდნას.
 
ორი ხელით თამაში ან სვლის გაკეთებამდე საათის გადართვა ითვლება შეუძლებელ 
სვლად.
შეუძლებელ პირველ სვლაზე მეტოქეს ემატება რაპიდში 2 წუთი (ბლიცში 1 წუთი), ხოლო 
მეორე შეუძლებელ სვლაზე ეთვლება წაგება.
  • სათაური: 2020 წლის საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის დებულების დ ა ნ ა რ თ ი
  • ავტორი:
  • თარიღი: 13-01-2020 3:55 PM
  • Tags:
Top