
ლევან ფანცულაიამ 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა ინდოეთის დედაქალაქში დასრულებულ რიგით მერვე ‘ღია’ საერთაშორისო ტურნირის ფინიშზე და საპრიზო ადგილები გაინაწილა!
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა 10-დან 8 ქულა დააგროვა და II - IV ადგილები გაინაწილა: ალექსეი ალექსანდროვთან (ბელარუსი) და პაველ პონკრატოვთან (რუსეთი) და მ პრანეშთნ (ინდოეთი) ერთად. ხოლო, პირველ ადგილზე 8,5 ქულით მასპინძელთა წარმომადგენელი აბიჟეტ გუპთა გავიდა.
ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე, საერთაშორისო დიდოსტატი მიხეილ მჭედლიშვილი 7,5 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა.

- სათაური: 4-დან 4 გამარჯვება!
- ავტორი:
- თარიღი: 16-01-2020 11:42 PM
- Tags: