
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან პრის მესამე ეტაპი მიმდინარეობს ქართველი დიდოსტატის ნანა ძაგნიძის მონაწილეობით.
6 ტურის შემდეგ ასპარეზობას 4-4 ქულით ლიდერობენ.: ალინა კაშლინსკაია და ალექსანდრა გორიაჩკინა.
ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ჰარიკა დრონოვალი,ნანა ძაგნიძე და ჟანსაი აბდუმალიკი.
მეშვიდე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
სტეფანოვა - კაშლინსკაია
ჰარიკა - აბდუმალიკი
ა.მუზიჩუკი - კოსტენიუკი
მ.მუზიჩუკი - გორიაჩკინა
კრამლინგი - ძაგნიძე
სება - ცზიუ ვენცზიუნი
სატურნირო მდგომარეობა:
1. ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) – 4 ქულა;
2. ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) – 4 ქულა;
3. ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) -3,5 ქულა
4. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 3,5 ქულა;
5. ჟანსაია აბდუმალიკი (ყაზახეთი) - 3,5 ქულა;
6. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) – 3 ქულა;
7. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) - 3 ქულა;
8. პია კრამლინგი (შვედეთი) - 3 ქულა;
9. ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი) – 2,5 ქულა;
10. მარი სება (საფრანგეთი) – 2 ქულა;
11. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – 2 ქულა;
12. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – 2 ქულა.
ქალთა გრან პრის ოფიციალური ვებგვერდი

- სათაური: 6 ტურის შემდეგ...
- ავტორი:
- თარიღი: 08-03-2020 1:08 AM
- Tags: