
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეებს შორის.ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმარა და მასში მონაწილეობა 20-მა გოგონამ და 40-მა ბიჭუნამ მიიღო.
8 წლადმე გოგონათა შორის 6 ქულა დააგროვა და პირველობა არავის დაუთმო ბარბარე ჭიოკაძემ (მწვრთნელი გოჩა თორია), II-III ადგილები 5-5 ქულით: ანა ბლიაძემ (მწვრთნელი გიორგი ხომერიკი) და ენი მაჭავარიანმა (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) გაინაწილეს.
ამავე ასაკის ბიჭებს შორის 6-6 ქულით პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
I ადგილი - შოთა კორძაძე (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი);
II ადგილი - გიორგი კორძაძე (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი);
გამარჯვებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩნენენ და III – IV ადგილები გაინაწილეს: დემეტრე ხაჭაპურიძე(3) (მწვრთნელი გიორგი გოგიჩაიშვილი)და ლუკა ქუნთელიამ (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი);

- სათაური: 8-წლიანებმა ასპარეზობა დაასრულეს!
- ავტორი:
- თარიღი: 25-02-2020 10:02 PM
- Tags: