
დღეს ჭადრაკის სასახლეში ქართული ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი გაიმართა ელვისებურ ჭადრაკში. რაპიდების მსგავსად დღევანდელი ასპარეზობაც მერი არაბიძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა! გამარჯვებულმა 9-დან 8 (!) მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.არაბიძემ პირველობასთან ერთად საკუთარ ელო-რეიტინგს 44,4 ქულა შემატა.
7 ქულით მეორე ადგილზე მაკა ფურცელაძე გავიდა, ხოლო მესამეზე 6,5 ქულით ნინო ხომერიკი განთავსდა.

- სათაური: არაბიძე ელვისებურშიც პირველია!
- ავტორი:
- თარიღი: 17-05-2018 10:20 PM
- Tags: