
მერი არაბიძე ერთპიროვნულად დაწინაურდა ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ქვეყნის ჩემპიონატზე. 6 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრმა 5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით უსწრებს: მირანდა მიქაძესა და ნინო ხომერიკს.
ხვალ ჩემპიონატზე დასვენების დღეა, ხოლო მომდევნო შეხვედრები 26 მარტს გაიმართება.
მეექვსე ტურის შედეგები:
სალომე მელია (2385) 1 : 0 ალექსანდრა ვახანია (2175)
მერი არაბიძე (2392) 1 : 0 თამარ ესაძე (2078)
მირანდა მიქაძე (2266) ½:½ ქეთი წაწალაშვილი (2326)
სოფიკო ხუხაშვილი (2342) 1 : 0 ინგა ხურცილავა (2234)
თამარ წერეთელი (2315) ½:½ ნინო ხომერიკი (2347)
სოფიო გვეტაძე (2321) ½:½ მაკა ფურცელაძე (2282)
სატურნირო მდგომარეობა:
I - ადგილი - არაბიძე - 5 ქულა;
II – III ადგილი - მიქაძე,ხომერიკი - 4,5 ქულა;
IV-VI ადგილი - გვეტაძე, მელია - 3,5 ქულა;
VI – VII ადგილი - ხუხაშვილი,წერეთელი - 3 ქულა;
VIII ადგილი - წაწალაშვილი -2,5 ქულა;
IX ადგილი - ფურცელაძე - 2 ქულა;
X- XI ადგილი - ხურცილავა, ვახანია - 1,5 ქულა.
XII ადგილი - ესაძე - 0,5 ქულა.
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით
ასპარეზობა 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენს.
საპრიზო ფონდი: 17500 ლარი.
ადგ. |
პრიზი |
1 |
5500 ლარი |
2 |
4500 ლარი |
3 |
3500 ლარი |
4 |
2500 ლარი |
5 |
1500 ლარი |
I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2020 წლის საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

- სათაური: არაბიძე ერთპიროვნულად დაწინაურდა...
- ავტორი:
- თარიღი: 25-03-2019 1:54 AM
- Tags: