ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

არაბიძე ლიდერობას ინარჩუნებს!

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე  საქართველოს  ქალთა 76-ე ჩემპიონატის მერვე ტურის ცენტრალურ პარტიაში მერი არაბიძისა და სალომე მელიას დაპირისპირებაში, გაიმარჯვა არაბიძემ და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. გამარჯვება იზეიმა მეორე ლიდერმა მირანდა მიქაძემ ალექსანდრა ვახანიასთან ორთაბრძოლაში. მომდევნო, მეცხრე ტურში საინტერესო იქნება ორი ლიდერის: არაბიძის და მიქაძის შეხვედრა.

მერვე ტურის შედეგები:

მელია         0 : 1    არაბიძე            

მიქაძე         1 : 0    ვახანია   

ხუხაშვილი   1 : 0  ესაძე   

წერეთელი   ½:½   წაწალაშვილი   

გვეტაძე        ½:½   ხურცილავა             

ფურცელაძე  ½:½   ხომერიკი   

მეცხრე ტურის შეხვედრები:

ხომერიკი   -  მელია 

ხურცილავა  -  ფურცელაძე     

წაწალაშვილი -  გვეტაძე  

ესაძე       -   წერეთელი   

 ვახანია  -  ხუხაშვილი

არაბიძე   -  მიქაძე      

სატურნირო მდგომარეობა:

I  ადგილი  -   არაბიძე - 7 ქულა;

II ადგილი  - მიქაძე  - 6,5 ქულა;

III ადგილი  -  ხომერიკი - 5,5 ქულა;

IV ადგილი  - ხუხაშვილი - 5 ქულა;

V - VII  ადგილი  - გვეტაძე, მელია,წერეთელი - 4,5 ქულა;

VIII ადგილი  - წაწალაშვილი -  4 ქულა;

IX ადგილი   - ფურცელაძე  - 2,5 ქულა;

X  ადგილი  -  ხურცილავა - 2 ქულა;

XI ადგილი - ვახანია - 1,5 ქულა.

XII ადგილი  - ესაძე  - 0,5 ქულა.

 

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

დებულება

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ასპარეზობა 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენს.

საპრიზო ფონდი: 17500 ლარი.

ადგ.

პრიზი

1

5500 ლარი

2

4500 ლარი

3

3500 ლარი

4

2500 ლარი

5

1500 ლარი

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2020 წლის საქართველოს ქალთა  77-ე  ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. 

 

 

  • სათაური: არაბიძე ლიდერობას ინარჩუნებს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-03-2019 11:49 PM
  • Tags:
Top