
მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულის მერი არაბიძის გამარჯვებით დასრულდა ქართული გრან პრის პირველი ეტაპი სწრაფ ჭადრაკში!
გამარჯვებულმა 9 შეხვედრაში 7 გამარჯვება იზეიმა და მხოლოდ 2 პარტიაში დაუზავდა მეტოქეებს.
ერთი ყაიმით ზედმეტი გააკეთა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა არაბიძეს საერთაშორისო დიდოსტატი სოფიო გვეტაძე.6-6 ქულით III - IV ადგილები გაინაწილეს სოფიკო ხუხაშვილმა და ინგა ჭარხალაშვილმა. დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალს ხუხაშვილი დაეპატრონა.

- სათაური: არაბიძის გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 16-05-2018 10:39 PM
- Tags: