საერთაშორისო დიდოსტატ დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული ტაი-ბრეიქები საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის.
ორი 15-წუთიანი პარტიისგან შემდგარ მატჩი ჯოჯუას და თორნიკე სანიკიძეს შორის ანგარიშით 2:0 დასრულდა ჩემპიონის სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ ჯოჯუამ პირველად მოიპოვა ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტული. მესამე ადგილზე ლელა ჯავახიშვილის დამარცხების შემდეგ მერაბ გაგუნაშვილი გავიდა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ:
I ადგილი - 6 000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი
II ადგილი - 4 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი