ლიდერობას ინარჩუნებს

ლიდერობას  ინარჩუნებს საქართველოს  მრავალგზის ჩემპიონი მერაბ გაგუნაშვილი  ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ‘ნონას თასზე’! 6 ტურის შემდეგ გაგუნაშვილის მსგავსად მხოლოდ, ევგენი რომანოვმა(რუსეთი) დააგროვა  5 ქულა და მომდევნო ტურში ერთმანეთში გაარკვევენ პირველობის ბედს.

ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: კონსტანტინე შანავა,  ჰოვანეს გაბუზიანი(სომხეთი), ემილ სუტოვსკი (ისრაელი),  დავით ლომსაძე,სერგეი ჟიგალკო (ბელორუსია) და მანუელ პეტროსიანი (სომხეთი).

ძაგნიძე მეწინავეთა შორისაა!

ბათუმში მიმდინარე  ქალთა საჭადრაკო გრან-პრის სერიის მესამე ეტაპის გათამაშებაში, მეშვიდე ტურის პარტიები გაიმართა.  

მორიგი  გამარჯვება იზეიმა და 4.5 ქულით ლიდერობას ინაწილებს, საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე!

VII  ტურში ძაგნიძემ შავი ფიგურებით რუსი ოლგა გირია (2442) დაამარცხა და I-III ადგილებს: ვალენტინა გუნინასა  და ჟაო ქსიუსთან ერთად ინაწილებს.

 

ოთხამდე შემცირდა ლიდერთა რიცხვი...

ოთხამდე შემცირდა ლიდერთა რიცხვი ჭადრაკის სასახლეში  მიმდინარე ნონას თასის ‘A’ ტურნირის გათამაშებაზე. 4-დან 3,5 ქულით მეწინავე პოზიციებს ინარჩუნებენ: ემილ სუტოვსკი (ისრაელი), კონსტანტინე შანავა, ევგენი რომანოვი (რუსეთი) და ტიგრან ჰარუთინიანი(სომხეთი). ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აქვს სალომე მელიას.

 მომდევნო ტურში ყურადღების ცენტრში: შანავა - რომანოვის და ჰარუთინიან - სუტოვსკის შეხვედრა იქნება.

 

‘B’ ტურნირს კი ქულათა მაქსიმუმით ცოტნე მამულაშვილი ლიდერობს. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ აქტივში: ლევან ბაბუხადიას და მერაბ ცომაიას.

საქართველოს ჩემპიონატი - U16

                                         დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

           

 საქართველოს  ჩემპიონატი 16  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 

                                                     4-13 მაისი  2016  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

 

                                                                                

 

საქართველოს ჩემპიონატი - U12

                                                  დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა       

                 

 საქართველოს  ჩემპიონატი 12  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 

                                                                   4-13 მაისი  2016  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

                                                                                     

 

საქართველოს ჩემპიონატი - U08

                                                       დ ე ბ უ ლ ე ბ ა            

                            

  საქართველოს  ჩემპიონატი 8  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 

                                                                   4-13 მაისი  2016  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

                                                                                     

 

ერთბაშად - 13!

ერთბაშად, 13 მონაწილე ლიდერობს ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე  ნონას თასის ‘A’ ტურნირის გათამაშებას. 3-დან 2,5 ქულით ლიდერთა შორის არიან: გაგუნაშვილი, სუტოვსკი (ისრაელი), პეტროსიანი,გაბუზიანი (ორივე სომხეთი), დი ბერნარდინო (ბრაზილია), რომანოვი (რუსეთი), ჯობავა, ჰარუთინიანი(სომხეთი), აზალაძე, შანავა, ფანცულაია, ჟიგალკო (ბელორუსია) და სიბაშვილი.

 

რანგით მაღალი ‘A’ ტურნირისგან განსხვავებით მხოლოდ 2 ლიდერი ჰყავს  ‘B’ ტურნირს. 3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით სულხან სირბილაძე და ცოტნე მამულაშვილი დაწინაურდნენ.

 

ერთბაშად 6 მონაწილე დაწინაურდა

 

ბათუმში მიმდინარე ქალთა საჭადრაკო გრან-პრის III ეტაპის მე-3 ტური წარუმატებელი გამოდგა ლიდერებისთვის. დანაკარგის გარეშე მოასპარეზე:  ლელა ჯავახიშვილმა და  ოლგა გირიამ პირველი მარცხი განიცადეს და მეტოქეებს დაწევის საშუალება მისცეს.

ჯავახიშვილი შავი ფიგურებით უკრაინელ ანა მუზიჩუკთან  დამარცხდა და შავებითვე გირიამ ნინო ბაციაშვილთან წააგო.

შედეგად, ტურნირზე ორ-ორი ქულა ერთბაშად ექვს მოჭადრაკეს მოუგროვდა, რომლებიც დამატებითი მაჩვენებლებით ასე გადანაწილდნენ: 1. გირია, 2. ჯავახიშვილი, 3. ვალენტინა გუნინა , 4. ა.მუზიჩუკი. 5. ბაციაშვილი, 6. ალმირა სკრიპჩენკო .

სენსაცია პირველივე ტურში

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო ლეგენდარული ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის თასის ტრადიციული გათამაშება. ასპარეზობა 2 ტურნირად მიმდინარეობს:

  • A ღია ტურნირი   (ფიდეს რეიტინგით  2001 და ზევით, ასვე ფიდეს წოდებიანები)
  • B ღია ტურნირი  (ფიდეს რეიტინგით  2000  და ქვევით, ურეიტინგოები).

 

გვერდები

Top