ლიდერობას ინარჩუნებს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მერაბ გაგუნაშვილი ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ‘ნონას თასზე’! 6 ტურის შემდეგ გაგუნაშვილის მსგავსად მხოლოდ, ევგენი რომანოვმა(რუსეთი) დააგროვა 5 ქულა და მომდევნო ტურში ერთმანეთში გაარკვევენ პირველობის ბედს.
ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: კონსტანტინე შანავა, ჰოვანეს გაბუზიანი(სომხეთი), ემილ სუტოვსკი (ისრაელი), დავით ლომსაძე,სერგეი ჟიგალკო (ბელორუსია) და მანუელ პეტროსიანი (სომხეთი).