რუმინეთის მამაიაში მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატზე 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით მონაწილეთა ჯგუფი დაწინაურდა. მათ შორის 2 ქართველი მოჭადრაკეა: სოფო ხუხაშვილი და მერი არაბიძე.
ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ: ნინო ბაციაშვილს, სალომე მელიას და ნინო ხურციძე.
ევროპის რიგით მე-17 ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება და მასში 27 ქვეყნის 112 ქალი მონაწილეობს.