რაპიდში - ფანცულაიამ იპირველა!

9-დან 7,5 ქულით პირველობა გაინაწილეს: ლევან ფანცულაიამ და გიგა ყუფარაძემ ჭადრაკის სასახლეში გამართულ ქართული ვაჟთა გრან პრის მესამე ეტაპის გათამაშებაზე.დამატებითი მაჩვენებლებით პირველობას, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ლევან ფანცულაია დაეპატრონა. გამარჯვებულებს ერთი ქულით ჩამორჩა შოთა აზალაძე.

 

გამარჯვებული სამეული!

 

ფოთის XI საერთაშორისო ფესტივალი

ფოთის XI საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი
ქ. ფოთი.  12-21 ივლისი, 2016 წელი.
                             

დ ე ბ უ ლ ე ბ ა
         

         ორგანიზატორები:
          - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.      
  - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
          - ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო სკოლა.

         გენერალური სპონსორი – ”პაშა ბანკი”    

        საინფორმაციო მხარდაჭერა:
          - სამაუწყებლო კომპანია `მეცხრე ტალღა~
          - რადიო `ჰარმონია~

გამგეობის ოქმი

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის  ოქმი # 2    

                                                           

 27.06.2016 წ. 

 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე,  აკ. იაშვილი,  ნ. გაფრინდაშვილი,                

                 თ. გიორგაძე,  ზ. სტურუა,   დ. გურგენიძე, გ. მაჭარაშვილი,  ე. ზენაიშვილი,                    

                 ალ. არსენიძე, ლ. ჯანჯღავა, ხ. სუპატაშვილი, მ. ლომინეიშვილი, ს. გვეტაძე,                          

                დ. ჯოჯუა, მ. მილორავა.

პირველობა გაინაწილეს!

ინგა ჭარხალაშვილმა და მაია ლომინეიშვილმა ,ბრწყინვალე  შედეგით - 9-და 8 ქულა გაინაწილეს პირველობა ქართული გრან პრის გათამაშებაზე ელვისებურ ჭადრაკში! დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი ჭარხალაშვილს ერგო.

გამარჯვებულ ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩა მერი არაბიძე.

 

 

ქართული გრან პრის მეორე ეტაპზე ლომინეიშვილმა იმარჯვა...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ქართული გრან  პრის გათამაშების მეორე ეტაპს უმასპინძლა ქალთა შორის რაპიდში (დებულება).

 

ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა!

 

ქუთაისელი მოჭადრაკეების: ნანა ძაგნიძის და გიგა ყუფარაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება.

 

 

მოჭადრაკეები ერთმანეთს 'ფიშერის ჭადრაკში' ეჯიბრებიან..

დაძაბულად მიმდინარეობს მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშების მეორე ეტაპი ‘ფიშერის ჭადრაკში’. შეგახსენებთ ასპარეზობის მეორე წრეს ლეგენდარული ჩემპიონის მშობლიური ქალაქი მასპინძლობს.

პირველ სათამაშო დღეს მონაწილეებმა 4 -4 პარტია ითამაშეს.შესანიშნავად ითამაშა მერაბ გაგუნაშვილმა, რომელმაც დღეს 4-ვე პარტია მოიგო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.

 

გვერდები

Top