ბათუმში, დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი 'ბათუმი – 2016' 8,10, 12 და 14 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. დაწესებული იყო 40 პრიზი 4 ასაკობრივ კატეგორიაში. როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და 3 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) 83-მა ნორჩმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.