საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი

დღეიდან, ლაგოდეხში სტარტს  აიღებს საქართველოს საკლუბო პირველობა.

 ჩემპიონატში  ქვეყნის  8 რეგიონის გუნდი  მონაწილეობს. ასპარეზობა წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით:ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე,   შემდეგ   30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება 6 მონაწილით. I, II, III დაფა-მამაკაცთა; IV დაფა - ქალთა; V დაფა-20 წლამდე ჭაბუკი; VI  დაფა-20 წლამდე გოგონა (დაბადებულნი 1996 წლის 1 იანვრის შემდეგ). თითოეულ გუნდში დაიშვება მხოლოდ 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ქართველ დიდოსტატთა კოჰორტას ახალი წევრი შეემატა!

აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ  'ფიდე'-ს კონგრესზე, ვაჟთა შორის  საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა  დავით ლომსაძეს. ხოლო, ქალთა შორის საერთაშორისო  ოსტატი გახდა ალექსანდრა ვახანია.

წყარო

‘პატივი ეცი მოწინააღმდეგის აზრს’

ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო კლუბმა  ქალაქის ტრადიციულ ჩემპიონატს უმასპინძლა უძველესი თამაშის მოყვარულთა შორის. ასპარეზობა დევიზით ‘პატივი ეცი მოწინააღმდეგის აზრს’ ორ დღეს გაგრძელდა  და სამ ტურნირად გაიმართა: ვაჟთა, ქალთა და ‘პროფესიონალთა’ შორის.

ჩემპიონატში  მონაწილეობდნენ: ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, საკრებულოს წევრები:ირმა პეტრიაშვილი და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ლომინაძე.

კახეთში, ახალი საჭადრაკო კერა დაფუძნდა...

ბოლო პერიოდში,  კახეთის რეგიონში მნიშვნელოვნად გააქტიურდა საჭადრაკო ცხოვრება. ლოპოტამ უმასპინძლა მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო გრან პრის გათამაშებას,თელავსა და  სიღნაღში იმართება ტურნირები ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეების მონაწილეობით.კახეთის რეგიონის გუნდი საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის  მუდმივი ფავორიტია.

ანონსი

კახეთში, კიდევ ერთი საჭადრაკო კლუბი იხსნება. 18 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტის თაოსნობით გაიხსნება ღვაწლმოსილი პედაგოგების გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი.

ანონსი

17 სექტემბერს, 10:00 - 12:00 სთ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, პროექტის 'ჭადრაკი სკოლაში' სასერტიფიკატო ტრენინგი გაიმართება.

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროექტში ჩართულ პედაგოგებს.

საპატიო ჯილდო

საჭდარაკო ოლიმპიადის  პარალელურად,  ბაქოში  მსოფლიოს საჭადრაკო საერთაშორისო ორგანიზაციის ‘FIDE’  კონგრესი გაიმართა.

კონგრესზე ‘FIDE’ -ს პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა მსოფლიო  ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის თბილისელი,  საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ევგენი მელიქსეთ-ბეგი დააჯილდოვა  'დამსახურებული მოღვაწის' ტიტულით.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი - ( 8;10;12წ ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა 

28.09-05.10.2016 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე 

1. ორგანიზატორი: 

  - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

  28.09-05.10.2016 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. მონაწილენი: 

  ჩატარდება 6 ტურნირი:

    8-წ. (2008 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის

    8-წ. (2008 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის

    10-წ. (2006 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის

    10-წ. (2006 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის

საქართველოს დელეგაციამ საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ჩაიბარა

ბაქოში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადა, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ქართულმა დელეგაციამ 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ოფიციალურად ჩაიბარა.

გვერდები

Top