'ზესტაფონი 2016'

 

ზესტაფონში დასრულდა ქართველი საჭადრაკო მოღვაწის ჯემალ მახათაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი ‘ზესტაფონი 2016’.

საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი ტურნირი

    დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 01.11-10.11.2016 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე;                    

1. მიზანი და ამოცანები:  - ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
   - საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის I ლიგის მონაწილეთა გამოვლინება.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:
  ტურნირი ტარდება 2016 წლის  1-10 ნოემბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში. 

3. ტურნირის განრიგი:

ანონსი

 მსაჯთა საყურადღებოდ!

2016 წლის 22-25 ოქტომბერს ქ. ბათუმში, სასტუმრო “ინტურისტში” ფიდეს ეგიდით გაიმართება მსაჯთა სემინარი, რომელსაც უხელმძღვანელებს საერთაშორისო არბიტრი აშოტ ვარდაპეტიანი.

უცხოელი მსაჯებისთვის შესატანი თანხაა: 120 აშშ დოლარი.

ქართველი მსაჯები განთავისუფლებულები არიან შესატანი თანხისგან.

სემინარზე დასწრების მსურველმა ქართველმა მსაჯებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ 2016 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საწევროOშესატანის (24 ლ.) გადახდის ქვითარი.

სემინარები: 22-24 ოქტომბერს 09.00-14.00.

გამოცდა: 25 ოქტომბერს 09.30-დან.

ანონსი

მწვრთნელთა საყურადღებოდ!

2016 წლის 21-23 ოქტომბერს ქ. ბათუმში, სასტუმრო “ინტურისტში” ფიდეს ეგიდით გაიმართება მწვრთნელთა სემინარი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფიდეს სენიორ-მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი მიხეილ გურევიჩი.

უცხოელი მწვრთნელებისთვის შესატანი თანხაა: 150 ევრო.

ქართველი მწვრთნელები განთავისუფლებულები არიან შესატანი თანხისგან.

სემინარზე დასწრების მსურველმა ქართველმა მწვრთნელებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ 2016 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საწევრო შესატანის (24 ლ.) გადახდის ქვითარი.

სემინარები: 21-23 ოქტომბერს 15.00-20.00.

ბაციაშვილის წარმატება ინგლისში!

წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ინგლისის  მენში დასრულებულ წარმომადგენლობით  საერთაშორისო ტურნირზე.

ბათუმელმა დიდოსტატმა 9-დან 5,5 ქულა დააგროვა და II ადგილზე გავიდა  ქალთა შორის, ხოლო საერთო ჩათვლაში კი 44-ე საფეხური დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სატურნირო ცხრილში ნინოს შემდეგ განთავსდნენ:   ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი, ჩინელი ჰოუ იფანი და ევროპის ჩემპიონი, უკრაინელ ანა უშენინა.

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს, საერთაშორისო დიდოსტატ გიორგი გიორგაძეს!

 

გიორგი გიორგაძე

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვაჟთა შორის;

საკავშირო სპარტაკიადის და საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი;

პირველობა გაინაწილეს!

 

9-დან 7,5 ქულა  დააგროვეს და პირველობა გაინაწილეს მერი არაბიძემ და ნინო ხურციძემ ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ ქართული გრან პრის  მესამე ეტაპის  გათამაშებაში ელვისებურ ჭადრაკში.

დამატებითი მაჩვენებლებით პირველზე   არაბიძე გავიდა. გამარჯვებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩა  ალექსანდრა ვახანია.

 

ტურნირზე დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

ადგილი

ჯავახიშვილის გამარჯვებით დასრულდა...

საერთაშორისო დიდოსტატის, ლელა ჯავახიშვილის  დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა საქართველოს გრან პრის გათამაშების III ეტაპი სწრაფ ჭადრაკში!

გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა  და ნახევარი ქულით გაუსწრო  მეორე ადგილზე გასულ  სოფიო გვეტაძეს.

6-6 ქულით  III-VI ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით  შემდეგნაირად  განაწილდნენ:

3.ნინო ხურციძე

4,მერი არაბიძე

5.სოფიკო ხუხაშვილი

6.ალექსანდრა ვახანია

ტურნირზე დაწესებული იყო 1 000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი:

გვერდები

Top