საფრანგეთის ვანდიოვრში...

საფრანგეთის ქალაქ ვანდიოვრში დასრულდა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი  ქართული საჭადრაკო ოჯახის: თორნიკე სანიკიძის და მარი თევზაძის მონაწილეობით.

ძირითად ‘A’ ტურნირში მოასპარეზე   სანიკიძემ 9-დან 6,5 ქულით IV-VII ადგილები გაინაწილა. ხოლო, პირველ ადგილზე 8 ქულით სერგეი ფედორჩუკი (უკრაინა) გავიდა. გამარჯვებულზე,  ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ანდრეი ჟიგალკომ (ბელორუსია). 7 ქულით მესამე საპრიზო ადგილი  კი, პიერ ბელეტმა (საფრანგეთი)  დაისაკუთრა.

ფილიპინებში დასრულდა...

წარმატებით  იასპარეზა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ, ფილიპინებში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირში ‘PUREGOLDINTERNATIONAL CHESS CHALLENGE’. ქართველი  დიდოსტატი  9-დან 6,5 ქულით მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.  ხოლო, პირველობა  7 ქულით ჩინელმა დიდოსტატმა  ვანგ ჰაომ დაისაკუთრა.

შეჯიბრში კიდევ 2 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობდა. მერაბ გაგუნაშვილმა,  6 ქულით III-V ადგილი გაინაწილა, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილმა  5,5 ქულით VI-IX ადგილი.

ყუფარაძის მორიგი წარმატება!

 

 

ქუთაისელი საერთაშორისო ოსტატის, გიგა ყუფარაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს თასის გათამაშება ვაჟთა შორის.

გამარჯვებულმა 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ, ვერცხლის მედალოსან,  ირაკლი ბერაძეს.

6-6 ქულით III- V ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.ლუკა პაიჭაძე

საქართველოს სენიორ ქალთა ჩემპიონატი

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  

                 

1. ჩატარების დრო და ადგილი:

     10.01-17.01. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე. 

2. ჩატარების სისტემა: ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით           

  7 ტურად. მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით (მცირე რაოდენობის

  შემთხვევაში  -  წრიული სისტემით, ტურნირის ორგანიზატორის

  გადაწყვეტილებით). 

3. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ.

  პარტიის ბოლომდე,   ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

დავეხმაროთ თეას!

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულს და პრიზიორს, თეა ჭოლაძეს ესაჭიროება ჩვენი დახმარება!
არასწორი ვაქცინაციის შედეგად თეას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მას დაუდგინდა იმუნური სისტემის მოშლა და ვირუსული ბაქტერია სისხლში. საქართველოში შესაძლებელი მკურნალობის ყველა ეტაპი უკვე განვლილია. 

ერთპიროვნულად დაწინაურდა...

საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე ერთპიროვნულად  დაწინაურდა, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, მიმდინარე საქართველოს თასის გათამაშებაზე.

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: კონსტანტინე შანავა და ირაკლი ბერაძე.

მომდევნო ტურში ყურადღების ცენტრში ლიდერების დაპირისპირება იქნება: ყუფარაძე- ბერაძე და  შანავა-პაიჭაძე.

საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

  20.01-30.01.2017 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

 

  1. მიზანი და ამოცანები:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების

      წევრობის კანდიდატად;

             - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2017 წლის ევროპის  ვაჟთა                     

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2017 წლის სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი

      საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2015 წლის სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი                        ”ვამტკიცებ”      
  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის      
  პრეზიდენტი                            გ. გიორგაძე  

თბილისის მერიის თასი

საახალწლო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში თბილისის მერიის თასზე    

29-30 დეკემბერი 2016 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

  1. ორგანიზატორები:

-  თბილისის ჭადრაკის ფედერაცია;

-  საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

        2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

გვერდები

Top