ორეული დაწინაურდა...

ლუკა პაიჭაძემ დღევანდელი გამარჯვებით ერთპიროვნულ ლიდერს,  მიხეილ მჭედლიშვილს დაეწია და მასთან ერთად იყოფს მეწინავეობას.

დაძაბულად  მიმდინარეობდა  ლუკა პაიჭაძისა და ლევან ფანცულაიას შეხვედრა.თეთრებმა სიცილიური  დაცვის წინააღმდეგ უპრეტენზიო სისტემა აირჩიეს. პარტია ვარიანტისთვის დამახასიათებელ სტილში მიმდინარეობდა. თეთრები ამაგრებდნენ ცენტრს და ეტლებით ცენტრალურ ხაზები დაისაკუთრეს, ხოლო შავები ‘C’ ხაზზე გამაგრდნენ და თეთრუჯროვანი უს დახმარებით ცდილობდნენ ცენტრში ტიპიური გარღვევა განეხორციელებინათ.

'Tradewise Gibraltar Chess Festival 2017'

ჰიბრალტარში, სტარტი  აიღო საჭადრაკო სამყაროში ყველაზე პოპულარულმა, ტრადიციულმა ფესტივალმა. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი გაიმართება.მთავარ ‘ოსტატთა’ ტურნირში მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატების მხარდამხარ საქართველოს ნაკრების წევრები:ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი იასპარეზებენ.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიმართება და  გამარჯვებულებისათვის საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდია დაწესებული.

ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ მეორე გამარჯვება იზეიმა.

 

მესამე ტურში ფრედ დაასრულა შეხვედრა და მეწინავე პოზიცია შეინარჩუნა ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა მიხეილ მჭედლიშვილმა.

სიცილიური დაცვის, პაულსენის სისტემა გათამაშდა ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ, მიხეილმჭედლიშვილს და გიგა ყუფარაძესა   შორის. დებიუტში  თეთრების მცირე უზუსტობით შავებმა ისარგებლეს და ინიციატივა მოიპოვეს.თუმცა, შემდეგში ვერ განავითარეს უპირატესობა და ორმხრივი უზუსტობების შემდეგ მეტოქეები 29-ე სვლაზე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი( U9;U11;U13)

 დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

 

საქართველოს  სასკოლო ჩემპიონატი 9, 11 და 13  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 31 იანვარი - 10 თებერვალი  2017  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

 

1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

    რეიტინგიან მოჭადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს

ერთპიროვნულად დაწინაურდა!

პირველი  ტურის მსგავსად დაძაბული ბრძოლა გაიმართა საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის მეორე ტურშიც. დღევანდელ გათამაშებაში ორი პარტია დასრულდა ფრედ და დანარჩენ სამ შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლები გაიმართა. დამაჯერებლად, ზედიზედ მეორე პარტია მოიგო გამოცდილმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა მიხეილ მჭედლიშვილმა და ერთპიროვნულად დაწინაურდა .

ტურნირი აუტსაიდერის გარეშე...

პირველად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს  ვაჟთა ჩემპიონატი წრიული სისტემით მიმდინარეობს.  ტურნირი ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკებითაა დაკომპლექტებული, არ მონაწილეობს მხოლოდ ბაადურ ჯობავა. აღსანიშნავია, რომ გარდა პერსონალურად მოწვეული მოჭადრაკეებისა პირველი ლიგიდანაც ძლიერი შემადგენლობა შეირჩა და შეჯიბრში პრაქტიკულად არ არსებობს  აუტსაიდერი.აქედან გამომდინარე ნებისმიერ პარტიაში ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს.  9 ტური საკმაოდ მოკლედ დისტანციაა და თითოეულ  ქულას ‘ოქროს ფასი’ აქვს, რაც უშეღავათო ბრძოლის გარანტია.

დანართი -N1-7

     # 1

 

საჭადრაკო ღონისძიებების ჩატარების სტანდარტები

 

საქართველოში ჩასატარებელი საჭადრაკო ღონისძიებები იყოფა სამ - A, B და  C კატეგორიებად. *

პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში,  საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის გახსნა  გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად პირველ ტურში ერთმანეთს  დაუპირისპირდებიან:

დავიდ არუთინიანი - თორნიკე სანიკიძე

ლუკა პაიჭაძე - დავით  ჯოჯუა

ლევან ფანცულაია  - გიგა ყუფარაძე

მერაბ გაგუნაშვილი - ირაკლი ბერაძე

20 იანვრიდან...

20 იანვარს, 13:00 საათზე თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გახსნა და წილისყრა.

 

  მონაწილეთა სია

1.     ფანცულაია ლევან       2607                

2.    მჭედლიშვილი მიხეილ 2601  

3.    გაგუნაშვილი მერაბ    2588       

4.    ჯოჯუა დავით             2575

5.    პაიჭაძე ლუკა             2554            

6.    შანავა კონსტანტინე   2540

7.    არუთინიანი დავით    2530          

8.    სანიკიძე თორნიკე      2510

სენიორებმა ასპარეზობა დაასრულეს...

ერთპიროვნულად მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული: ციალა ქასოშვილმა და გიორგი ხომერიკმა, ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ  სენიორთა პირველობაზე.

ქალთა შორის მოასპარეზე საერთაშორისო ოსტატმა, ციალა ქასოშვილმა 7-დან 6 ქულა დააგროვა და ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ საერთაშორისო დიდოსტატ თამარ ხმიადაშვილს. ორივე მათგანმა მოიპოვა ადგილების შესაბამისად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზური.

4,5-4,5 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს:

გვერდები

Top