მეტოქეთა ვინაობა გარკვეულია...

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნოკაუტ სისტემით ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრათა განრიგი. აღსანიშნავია, რომ  ირანის დედაქალაქ თეირანში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის  8 ქართველი მოჭადრაკე იბრძოლებს.

ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიის დროს, კენჭისყრით გაირკვევა თუ ვინ რა ფერით ითამაშებს პირველი წრის პირველ პარტიას.

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ქართული ჭადრაკის ლეგენდას, მაია ჩიბურდანიძეს!

 

მაია ჩიბურდანიძე

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი;

საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებული;

4-გზის საჭადრაკო ოსკარის მფლობელი;

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი;

ღირსების ორდენის კავალერი.

საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

                               

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

20.01-30.01.2017 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1.    მიზანი და ამოცანები:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების 
 წევრობის კანდიდატად;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2017 წლის ევროპის  ვაჟთა   ჩემპიონატზე;                                   

კარლსენ - კარიაკინის მორიგი დაპირისპირება.

დღეიდან, ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში სტარტს აიღებს , ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის  მთავარი ტურნირში ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან და პირველობისთვის იბრძოლებენ: მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი და ყოფილი პრეტენდენტი სერგეი კარიაკინი.

ასპარეზობა 14 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 13 ტურად გაიმართება მსოფლიოს უძლიერესი  დიდოსტატების მონაწილეობით:

 ‘A’ ტურნირი

1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია;2840)

ანონსი

2016 წლის 16 იანვარს 14:00-ზე ქ. თბილისში ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოში მოღვაწე მწვრთნელთა და  ორგანიზატორთა გაერთიანებული შეხვედრა.

 

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი გიორგაძე, ვიცე პრეზიდენტი - ზურაბ მიქაძე და გენერალური მდივანი - აკაკი იაშვილი

 

ღონისძიებაზე მოწვეულები არიან რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივნები (დასწრება სავალდებულოა), მოწინავე მწვრთნელები და დაინტერესებული პირები.

მსოფლიო ჩემპიონობისათვის 8 ქართველი იბრძოლებს!

დღეს, 'ფიდეს' ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის  (ნოკაუტ სისტემით) მონაწილეთა საბოლოო სია.

სასიხარულოა, რომ 64 მონაწილეს შორის 8 ქართველი მოჭადრაკეა და ჩვენი ქალები ფავორიტთა რიცხვში არიან.

შეგახსენებთ, ჩემპიონატი 10 თებერვლიდან 5 მარტამდე გასტანს და მას, ირანის დედაქალაქი თეირანი უმასპინძლებს.

 

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია  დაბადების დღეს ულოცავს საერთაშორისო დიდოსტატ თამაზ გიორგაძეს! ქართული ჭადრაკის სახელოვანი წარმომადგენელი დღეს 70 წლის გახდა.

 

თამაზ გიორგაძე 

გვერდები

Top