მეოთხედფინალში ნანას მეტოქე დრონოვალი იქნება

ირანის დედაქალაქ თეირანში, მიმდინარეობს  მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორის ნოკაუტ-სისტემით. ასპარეზობა მსოფლიოს უძლიერესმა 64 ქალმა დაიწყო და მათ შორის 8 ქართველი იყო. სამი წრის შემდეგ გამოვლინდა  8 საუკეთესო მონაწილე და   ქართველებიდან მხოლოდ ნანა ძაგნიძე დარჩა.

საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასავლეთ ზონის პირველი ლიგა

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა          

3-10 მარტი  2017 წ.   ქ. ფოთი

1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

    რეიტინგიან მოჭადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს

    რეიტინგი.  აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  

    ორგანიზატორი.

2. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ              

საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის აღმოსავლეთ ზონის პირველი ლიგა

 დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა  

3-10 მარტი  2017 წ.   ქ. თბილისი

1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

    რეიტინგიან მოჭადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს

    რეიტინგი.  აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  

    ორგანიზატორი.

2. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ              

ნანა ძაგნიძე მეოთხედფინალშია!

 

ქართული ჭადრაკის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, თეირანში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის  მესამე წრეში  ჩინელი შენ იანგი გამოთიშა ასპარეზობას ანგარიშით 1,5:0,5! არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ ნანამ ძალები მოიკრიფა და ჩვეული შემართება დაიბრუნა.მერვედფინალში ნანამ დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე პირველ პარტიაში და იოლად დააფიქსირა დღევანდელი ფრეც.

პირველობა გაინაწილეს...

თბილისის  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში  დასრულდა  დედაქალაქის ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართა.

ჭაბუკებს შორის,  5,5-5,5 ქულით პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

1.საბა ლომსაძე

2.ნიკოლოზ დარსაძე

3.ილია კავკასიძე

8-წლიანებმა ჩემპიონები გამოავლინეს!

გიორგი გოგოლაშვილის ერთპიროვნული  გამარჯვებით დასრულდა თბილისის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის ბიჭებს შორის. მის აქტივში 7-დან 6,5 ქულა და  ნახევარქულიანი სხვაობა მეორე ადგილზე გასულ ლუკა კილაძესთან. 5,5 ქულით ბრინჯაოს მედალი დავით მანჯავიძემ დაისაკუთრა.

8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, 7-დან 6-6 ქულით I-II ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 1. ლიზი ზარიძე; 2.მარიამ ჭეჭელაშვილი.მესამე ადგილზე 5 ქულით ანა ჯანელიძე გავიდა.

სამი ქართველი მერვედფინალში!

 

ირანში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გამოვლინდა მერვედფინალის ყველა მონაწილე.
ძირითად დროში გაინაღდა საგზური საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, დღეს კი დამატებით ტაი-ბრეიქებში 4 ქართველი მოჭადრაკე იბრძოდა მომდევნო წრის საგზურისათვის.

ძაგნიძე წინ მიიწევს!

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ყაიმიც ყოფნიდა დღევანდელ პარტიაში ნანა ძაგნიძეს. თეთრებით მოთამაშე, ნანამ ინგლისური დასაწყისი აირჩია, პარტია დაძაბულად მიმდინარეობდა, ოლგა ზიმინას მხოლოდ გამარჯვება  აწყობდა და თავიდანვე აგრესიულად უტევდა . ჩვენმა მოჭადრაკემ  შესძლო უარესი პოზიციის დაცვა და პარტიის ბედი თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. ანგარიშით 2:0 ნანამ შემდეგი წრის საგზური მოიპოვა.

წარმატებული დღე!

დღევანდელი დღე წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მოჭადრაკეებისათვის.

დამაჯერებლად გაიმარჯვა შავი ფერის ფიგურებით  ნანა ძაგნიძემ ოლგა ზიმინასთან დაპირისპირებაში. ნანამ იოლად გაათანაბრა პოზიცია ,კარგად ისარგებლა მეტოქის უზუსტობით და ტექნიკურად მიიყვანა პარტია ლოგიკურ დასასრულამდე.

მეორე წრეში 5 ქართველი იასპარეზებს...

თეირანში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატის მეორე წრეში 5 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს.

ჩემპიონატს გამოეთიშნენ: ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სოფიო გვეტაძე.

გვერდები

Top