მომდევნო წრეში, ბაციაშვილი და ხურციძე თაი-ბრეიქის გარეშე გადავიდნენ...

თეირანში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის პირველი წრიდან ძირითად დროში მეორე წრის საგზური მოიპოვა ორმა ნინომ: ხურციძემ და ბაციაშვილმა. ბაციაშვილმა, ანგარიშით- 2:0 გვეტაძე დაამარცხა, ხოლო ხურციძემ -1,5:0,5 ევროპის ექსჩემპიონი ნატალია ჟუკოვა. შემდეგ წრეში ორივე ნინო ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის გამარჯვებული 1/8 ფინალის  საგზურს მოიპოვებს.

ხვალინდელ თაიბრეიქებში, 1/16 ფინალის საგზურებისათვის იბრძოლებენ: ძაგნიძე - ხალედთან, გურამიშვილი ხადემალშარეთან, მელია ატალიკთან და ხოტენაშვილი ზიმინასთან.

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების 55-ე დღეს ულოცავს ნანა იოსელიანს!

 

ნანა იოსელიანი
5-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;

2-გზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი;

ევროპის მრავალგზის ჩემპიონი;

საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი;

სპორტის რაინდი;

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.

წარმატებით დაიწყეს!

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი წრის პირველი  ტური ქართველი მოჭადრაკეებისათვის  წარმატებული აღმოჩნდა!

პირველი გამარჯვებით  ნინო ხურციძემ გაგვახარა. მისი მსხვერპლი ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა გახდა. ნინომ ნიმცოვიჩის  მყარი სისტემა აირჩია ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.თუმცა, დასაწყისშივე აარიდა თავი გაკვალულ გზას და ამით გამოცდილი მეტოქე დააბნია. თეთრებით მოთამაშე ევროპის ექსჩემპიონი პოზიციაში კარგად  ვერ გაერკვია და 31-ე სვლაზე თავი დამარცხებულად სცნო.

სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვეს...

9 თებერვალს,  ქართველ ლეგენდარულ მოჭადრაკე ქალთა გუნდის წევრი ნანა იოსელიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა და 55 წლის იუბილე მიულოცა.

 

ნანა იოსელიანი  

 

5-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;

2-გზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი;

ევროპის მრავალგზის ჩემპიონი;

სასკოლო ჩემპიონატზე გამრჯვებულები გამოვლინდნენ

ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს პირველი  სასკოლო პირველობა, რომელშიც 9,11 და 13 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატში გამარჯვებული მოსწავლეები მრავალი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ნანა იოსელიანმა,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ დააჯილდოვეს.

ირანის დედაქალაქში...

10 თებერვლიდან ირანის დედაქალაქ თეირანში, სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორის. ასპარეზობა ნოკაუტ-სისტემით გაიმართება და საქართველოს ღირსებას 8  მოჭადრაკე დაიცავს.

ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიის დროს, კენჭისყრით გაირკვევა თუ ვინ რა ფერით ითამაშებს პირველი წრის პირველ პარტიას.

მატჩები ჩვენი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ნანა ძაგნიძე - მონა ხალედი;

ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა!

 

თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს სასკოლო  პირველობა 9,11 და 13 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის. ჩემპიონატს განსაკუთრებულ ელფერს მატებს ის ფაქტი, რომ გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატის (21-30.04.2017; იასი, რუმინეთი)საგზურით დაჯილდოვდება შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება.

ნაკამურას, გამარჯვებით დასრულდა...

ჰიბრალტარში, დასრულდა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 'Tradewise Gibraltar Chess Festival 2017'.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიამრთა და პირველობა 8 – 8 ქულით: დავიდ გიხარომ (ესპანეთი), ჰიკარუ ნაკამურამ (აშშ) და იუ იანიმ (ჩინეთი) გაინაწილეს. გამარჯვებულის გამოსავლენად გაიმართა  რეგლამენტით გათვალისწინებული ტაი-ბრეიქი.როგორც უკეთესი კოეფიციენტის მქონე ესპანელი მოჭადრაკე პირდაპირ ფინალში დაუპირისპირდა ამერიკელსა და ჩინელს შორის გამარჯვებულ ნაკამურას.

გვერდები

Top