დასარულს მიუახლოვდა ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება. 5 ტურის შემდეგ ასპარეზობას, 4,5-4,5 ქულით: ცოტნე მამულაშვილი და ლევან ბაბუხადია ლიდერობენ. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება გოგონათა ორეული: დიანა ლომაია და ლილე ქორიძე. მომდევნო ტურში სწორედ ეს ოთხეული დაუპირისპირდება ერთმანეთს.
შეგახსენებთ, ტურნირში 16 წლამდე ასაკის გოგონები და ჭაბუკები მონაწილეობენ. შეჯიბრი 44 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება.