ფინიშამდე ორი ტური დარჩა...

ფინიშამდე 2 ტურით ადრე საქართველოს ქალთა ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს ბელა ხოტენაშვილი!

ლიდერმა  7-დან 6 ქულა  დააგროვა და  მნიშვნელოვნად უსწრებს უახლოესს    კონკურენტებს. II-III ადგილებს 4,5-4,5 ქულით: სალომე მელია და ნინო ხურციძე ინაწილებენ.

 

VII ტურის   შედეგები:

ლიდერობა განიმტკიცა!

პრინციპული გამარჯვება იზეიმა ბელა ხოტენაშვილმა  საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეექვსე ტურში, მერი არაბიძესთან დაპირისპირებაში.

საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

  დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა                 

 23  - 30 აპრილი 2017 წ.   ქ.თბილისი, ჭადრაკის სასახლე.                                        

1.  სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად.                       

     ტურნირში  არ დაითვლება ფიდეს რეიტინგი. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას   

     განსაზღვრავს  ორგანიზატორი.

2.  დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ  

     სვლაზე 10 წამის დამატებით.

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს, ზურაბ აზმაიფარაშვილს!

 

ზურაბ აზმაიფარაშვილი

საერთაშორისო დიდოსტატი

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი;

მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული;

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების ორგზის  გამარჯვებული ახალგაზრდებს შორის;

დასვენების წინ...

 

ეკვატორი გადალახეს თბილისის, ნონა გაფრინდაშვილის, სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის მონაწილეებმა. 5 ტურის შემდეგ მოთამაშეები დაისვენებენ და მომდევნო ტური 17 მარტს გაიმართება. შესვენების წინ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერობას ხოტენაშვილი ინარჩუნებს.

ხოტენაშვილი ერთპიროვნულად დაწინაურდა!

 

4 ტურის  შემდეგ ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით  ბელა ხოტენაშვილი ლიდერობს!

ორეული ლიდერობას განაგრძობს...

საინტერესოდ წარიმართა ქალთა პირველობის მე-3 ტური. ჩემპიონატის ორივე ლიდერმა  მოიგო პარტია და ქულათა მაქსიმუმით ლიდერობას განაგრძობენ.

ასპარეზობის ლიდერმა მერი არაბიძემ სოფიკო ხუხაშვილთან დაპირისპირებაში ინგლისური სისტემა აირჩია. მინიმალური უპირატესობა ნელ-ნელა მიიყვანა გადამწყვეტამდე მეტოქის ‘დახმარებით’ და  ბოლო სვლაზე ეფექტური დარტყმით დაასრულა პარტია თავის სასარგებლოდ.

2 ქულა - 2 ტური - 2 ლიდერი...

საქართველოს  ქალთა 74-ე ჩემპიონატს 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით 2 მოჭადრაკე: ბელა ხოტენაშვილი დ ამერი არაბიძე ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ  2 ტურის განმავლობაში გამართულ 10 პარტიაში აქამდე მხოლოდ 1 ფრე დაფიქსირდა. ჩვენი ქალები მართლაც, რომ თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეულ პარტიაში.

მეორე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა საქართველოს ქალთა ოლიმპიური ნაკრების 2 წევრის, ტურნირის რეიტინგ-სიის 2 ლიდერის: ხოტენაშვილის და მელიას დაპირისპირება.

ბაადურ ჯობავა საასპარეზოდ ‘Grand Chess Tour’ ეტაპზე მიიწვიეს!

 

ქართველი მოჭადრაკის კიდევ ერთი დიდი აღიარება -  ჯობავა საჭადრაკო სამყაროში ყელაზე პრესტიჟულ ’Grand Chess Tour’ სათამაშოდ მიიწვიეს.ასპარეზობა ბელგიის ქალაქ ლიოვენში გაიმართება (28 ივნისი - 2 ივლისი) სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ტოპ ათეულის მოჭადრაკეები, მათ შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, მაგნუს კარლსენი.

ჩემპიონატის პირველმა ნომერმა პირველმა იზეიმა გამარჯვება!

 

საქართველოს ქალთა 74-ე პირველობის პირველ ტურში თეთრი ფიგურებით მინიატურულ სტილში გაიმარჯვა  ბელა ხოტენაშვილმა  თამარ წერეთელთან დაპირისპირებაში.

დებიუტში თეთრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, მათ კარგად გამოიყენეს მეტოქის მიერ მე-20 სვლაზე დაშვებული უზუსტობა და ტაქტიკური დარტყმით გადაწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, რასაც შავების უხეში შეცდომა და პარტიის დათმობა მოჰყვა.

გვერდები

Top