პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან...

დღეს, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის გახსნა და კენჭისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ:

1.სალომე მელია (2394)

2.ბელა ხოტენაშვილი (2434)

3.ნინო ხურციძე (2383)

4.ნინო ხომერიკი (2317)

5.მერი არაბიძე  (2383)

პატარებმა ასპარეზობა დაასრულეს...

თბილისში, დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის 8,10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (I ლიგა) აღმოსავლეთის ზონის გათამაშება.

 

8 წლამდე გოგონები

I    ადგილი - ბარბარე  რაზმაძე (მწვრთნელი ნანა მუსერიძე) – 6 ქულა

II ადგილი - ანა  ჯანელიძე (მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე) – 6 ქულა

III ადგილი - მარიამ შერაზადაშვილი (მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე) – 6 ქულა

 

8 წლამდე ბიჭები

I    ადგილი - გიორგი ქობულაშვილი (მწვრთნელი ო.დოლიძე) – 6,5 ქულა

II ადგილი - გიორგი ნასარიძე (მწვრთნელი გიორგი ხომერიკი) – 6,5 ქულა

ხვალიდან, ჭადრაკის სასახლეში...

 

10 მარტს, 13:00 საათზე თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ქალთა 74-ე პირველობის  გახსნის ცერემონიალი.

 

 ჩემპიონატი 10 დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებს  ქვეყნის 10 წამყვანი მოჭადრაკე. საპრიზო სამეულში გასული მონაწილეები მოიპოვებენ  ევროპის ქალთა პირადი ჩემპიონატის საგზურებს. ამასთანავე I-V ადგილზე დაწესებულია საპრიზო ფონდი - 17 500 ლარის ოდენობით.

ალექსანდრე ბოკუჩავას თასი 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

 

26.03-02.04.  2017  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე                                              

1. ორგანიზატორი:

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

     26.03-02.04.  2017  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. მონაწილენი:

დედის დღე აღნიშნეს...

2015 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული სალომე მელიას  პირველობით დასრულდა 3 მარტს გამართული დედის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა 14 მონაწილეს შორის. ტურნირის გამარჯვებულმა მარცხის გარეშე განვლო ასპარეზობა და ნახევარი ქულით გაუსწრო უახლოეს მეტოქეს.

ფანცულაიას პირველობით დასრულდა...

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა ქართული გრან პრის გათამაშება ელვისებურ ჭადრაკში  ვაჟთა შორის. პირველი ეტაპის გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და დამარცხების გარეშე განვლო ტურნირი. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

2.დავიდ არუთინიანი;3.გიგა ყუფარაძე;4.ლუკა პაიჭაძე.

 

წარმატებით იასპარეზა!

წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2701) მოსკოვში დასრულებულ ‘Аэрофлот Опен 2017’-ში.

ქართელი დიდოსტატი მთელი ტურნირის განმავლობაში  ლიდერთა შორის იყო და საბოლოოდ 9-დან 6 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა. ამ შედეგით ჯობავამ  საკუთარ ელო-რეიტინგს 5 პუნქტი შემატა.

ეფექტურად დაამარცხა მე-7 ტურში  ბაადურმა ძლიერი უკრაინელი დიდოსტატი იური კუზუბოვი (2643).

რაპიდში იპირველა!

როგორც მოსალოდნელი იყო გიგა ყუფარაძის, დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა გრან პრის გათამაშების პირველი ეტაპი სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა შორის!

გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაუსწრო უახლოესს კონკურენტებს. 7-7 ქულით II-III ადგილები ლევან ფანცულაიამ და ირაკლი ბერაძემ გაინაწილეს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1000 ლარს შეადგენდა:

 I  ადგილი - 500 ლარი

II  ადგილი - 300 ლარი

გვერდები

Top