ლევან ფანცულაიას ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა ვაჟთა გრან პრის II ეტაპი სწრაფ ჭადრაკში. გამარჯვებულმა 9-დან 8 პარტია მოიგო, მხოლოდ ერთ პარტიაში დაუზავდა მეტოქეს და საკუთარ რეიტინგს 24 ქულა შემატა.
7- 7 ქულა დააგროვეს და II - III ადგილები გაინაწილეს: ბრაზილიელმა დიდოსტატმა ალექსანდრ ფიერმა და რუსეთის ფედერაციის სახელით მოასპარეზე ოსტატმა, დავიდ გოჩელაშვილმა.