წარმატებული დასაწყისი...

წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა მოჭადრაკეებმა ევროპის ქალთა ჩემიონატის პირველ ტურში. თთქმის ყველამ დამაჯერებლად გაიმარჯვა, მხოლოდ მელიამ და არაბიძემ დაასრულა ფრედ შეხვედრა.

პირველი ტურის  შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ნანა ძაგნიძე (2528) -ტურკან მამედიაროვა(2267,აზერბაიჯანი) 1:0

ნინო ბაციაშვილი(2496) - კუბრა ოზთურქი(2261, თურქეთი) 1:0

მაქსიმალური შედეგით გაიმარჯვა!

 

შოთა ხოდაშნელმა, ბრწყინვალე შედეგით -   7-დან 7 (!) გამარჯვება  მოიპოვა თბილისის ჩემპიონის ტიტული 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. გამარჯვებულს 2 ქულით ჩამორჩნენ: ლაზარე ლომსაძე, დავით გაბუნია და თორნიკე კუპატაძე.

ამავე ასაკის გოგონათა შორის 5,5 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა ანა მამარდაშვილმა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს: იანა ენგიბარინმა და ქეთევან საჯაიამ.

 

ვუქომაგოთ ჩვენს ქალებს!

 

დღეს, 17:00 საათზე დაიწყება ევროპის ქალთა პირადი ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვერდები.  კონტინენტის მე-18 პირველობას  ლატვიის ულამაზესი დედაქალაქი რიგა მასპინძლობს. ჩემპიონატი ‘Radisson Blu Hotel Latvija’ გაიმართება და მონაწილეებიც  იქვე იცხოვრებენ. ტურნირის საპრიზო  ფონდი 70 000 ევროს  შეადგენს: I ადგილი- 12 000;II ადგილი-10 000; III ადგილი - 8000;...XX ადგილი- 1 000 

საქართველო უმაღლეს  ევროპულ  ფორუმზე 8 მოჭადრაკით იქნება წარმოდგენილი:

დედაქალაქის ჩემპიონატი დასრულდა...

დასრულდა თბილისის  ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.

 

გოგონები:

I ადგილი   -  მარიამ გვათუა- 6,5 ქულა;

II ადგილი  - მარიამ გაბელაია - 5 ქულა;

III ადგილი  - ანა მაჭარაშვილი - 5 ქულა.

 

ჭაბუკები:

I ადგილი  - მათე მექოშვილი - 6 ქულა;

II ადგილი - ალექსანდრე  ყორღანაშვილი - 6 ქულა;

III ადგილი - ლუკა კილაძე - 5,5 ქულა.

საქართველოს ჩემპიონატი 8 -18 წ. ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

 4 – 14  მაისი,  2017  წ.   ქ. ბათუმი

1. ჩატარების ადგილი; ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N43, სათამაშო დარბაზი  ,,კ ა ი ს ა‘’

2. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

    რეიტინგიან მოჭადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს

    რეიტინგი.  აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  

    ორგანიზატორი.

ბლიც-ტურნირი ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა!

საერთაშორისო დიდოსტატ  ლევან ფანცულაიას, გამარჯვებით დასრულდა დუბაიში გამართული ტურნირი ელვისებურ (ბლიცი) ჭადრაკში!

გამარჯვებულმა 9-დან 7,5 ქულით პირველობა აზერბაიჯანელ დიდოსტატ ელტაჟ საფარლისთან ერთად გაინაწილა, თუმცა დამატებითი  მაჩვენებლებით დაჯაბნა მეტოქე.

7-7 ქულით III-VII ადგილები გაინაწილეს: სალეჰ სალემმა (ეგვიპტე),ანტონ კორობოვმა (უკრაინა), ბარტოშ სოჩკომ (პოლონეთი),სერგეი ჟიგალკომ (ბელორუსია) და გევეინ ჯონსმა (ინგლისი).

ევროპის ჩემპიონის ტიტულისათვის 8 ქართველი იბრძოლებს!

 

10 არილიდან ლატვიის დედაქალაქში სტარტს აიღებს ევროპის რიგით მე-18 ჩემპიონატი ქალთა შორის. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და 23 აპრილამდე გასტანს. შეჯიბრში მონაწილეობას 33 ქვეყნის 146 მოჭადრაკე  მიიღებს, მათ შორის 8 ქართველიქალი:

ნანა    ძაგნიძე       (2528);

ნინო   ბაციაშვილი    (2496);

ლელა ჯავახიშვილი (2456);

ბელა ხოტენაშვილი (2445);

მამულაიშვილის გამარჯვებით დასრულდა...

ცოტნე მამულაიშვილის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება! გამარჯვებულმა 7-დან 6 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ლევან ბაბუხადიას.

 5-5 ქულით III-IX  ადგილები გაინაწილეს:

დიანა ლომაიამ, ლილე ქორიძემ, შოთა ხოდაშნელმა, თორნიკე წერეთელმა, ანდრია ლოლაძემ, მარლენ გუნიამ და გიორგი დემურხანაშვილმა.

შეჯიბრში დაწესებული იყო საპრიზო ფონდი რომელიც შემდეგნაირად განაწილდა:

ვიზიტი იმერეთში...

31 მარტს ქ. ვანში იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის მიწვევით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძე დაესწრო იმერეთის რაიონების ხელმძღვანელებისა და პარლამენტის დეპუტატების შეხვედრას.

შეხვედრაზე განიხილეს იმერეთის რეგიონში ჭადრაკის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმერეთის ფედერაციის პრეზიდენტი ზახა ლომინაძე და გენერალური მდივანი ალექსანდრე არსენიძე.

გვერდები

Top