ძაგნიძე კომპიუტერს დაუპირისპირდება!

13 მაისს, 12:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (მისამართი:ჭავჭავაძის 82) გაიმართება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და BTU-ს  ერთობლივი ღონისძიება.

ღონსიძიების ფარგლებში დაგეგმილია:

მემორანდუმის გაფორმება  ჭადრაკის ფედერაციას და BTU-ს შორის. 

ჯობავა, დაწინაურდა!

შვედეთის ქალაქ მალმიოში მიმდინარეობს წარმომადგენლობითი დახურული საერთაშორისო  ტურნირი, ქართული ჭადრაკის ლიდერის ბაადურ ჯობავას მონაწილეობით.

ასპარეზობის მეორე ტურში ჯობავამ ულამაზეს სტილში დაამარცხა  ინგლისელი დიდოსტატი ნაიჯელ შორტი  და ერთპიროვნულად   დაწინაურდა. მომდევნო ტურში მისი მეტოქე ტურნირის რეიტინგ- ფავორიტი პაველ ელიანოვი (უკრიანა) იქნება.

 

ინსპექტირება ბათუმში...

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცის ‘ფიდე’-ს დირექტორიის წევრი ჯეფრი ბორგი სამუშაო ვიზიტით ეწვია ბათუმს. ფიდეს მაღალჩინოსანს  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი 2018 წელს ბათუმში გასამართი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის წინა მოსამზადებელი სამუშაობების განხილვა გახლდათ. 

წარმატება თურქეთში!

 

ქართველი მოჭადრაკეების სრული ტრიუმფით დასრულდა თურქეთის ქალაქ ჩორუმში გამართული ღია საერთაშორისო ტურნირი.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა 61 მონაწილეს შორის.

7-7 ქულით პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

1.დავით ბენიძე

2.ბაჩანა მორჩიაშვილი

შავიზღვისპირეთი ქვეყნის ახალგაზრდულ ჩემპიონატებს მასპინძლობს...

ბათუმში მიმდინარეობს საქართველოს ახალგაზრდული  პირველობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

წლევანდელ ჩემპიონატი ახალი  ფორმატით ტარდება. ყველა  ასაკობრივი კატეგორიების წარმომადგენელთა  შეჯიბრი ერთად იმართება,რაც სიახლეა  ქართული ჭადრაკისათვის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატით იმართება   ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები.ასპარეზობა 12 ტურნირად იმართება 300-მდე მონაწილეს შორის. 

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას!

 

ნონა  გაფრინდაშვილი 

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული

1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები

 

მასპინძელმა იმარჯვა!

აზერბაიჯანის  შამქორში  დასრულდა უდროოდ გარდაცვლილი აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების  წევრის, ვუგარ გაშიმოვის სახელობის მემორიალი  მსოფლიოს უძლიერესი  მოჭადრაკეების  მონაწილეობით.

შეჯიბრი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. მონაწილეთა შორის იყვნენ: მსოფლიოს ექსჩემპიონები:ვლადიმირი კრამნიკი და ვესელინ ტოპალოვი, მსოფლიოს ტოპ-ათეულის წარმომადგენლები: სოუ,მამედიაროვი, კარიაკინი.

გერმანული ბუნდესლიგის გამარჯვებულ გუნდში 2 ქართველი ასპარეზობდა

გერმანიაში დასრულდა   ბუნდესლიგის 2016-17 წლების გათამაშება. ქალთა  შორის გამარჯვებულ  შვებიშ-ხალის  გუნდის ღირსებას 2 ქართველი დიდოსტატი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები:ლელა ჯავახიშვილი და ნინო ბაციაშვილი იცავდნენ.

 

ოფიციალური ვებგვერდი

ნანა ძაგნიძემ სპორტის მუზეუმს კარიერის მანძილზე მოგებული ჯილდოები და ჩემპიონთა თასი გადასცა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.

ნანა ძაგნიძემ სპორტის მუზეუმს კარიერის მანძილზე მოგებული ჯილდოები და ჩემპიონთა თასი გადასცა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის პირადი  ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.

გვერდები

Top