ტარიელ ხეჩიკაშვილმა ბაადურ ჯობავას უმასპინძლა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს ბაადურ ჯობავას უმასპინძლა.

ჯობავასთან ერთად მინისტრს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ზურაბ სტურუა და ლეგენდარული სპორტსმენები ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი შეხვდნენ.

შეუძლებელი შესძლო!

 

მინსკში დასრულებულ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე, ბაადურ  ჯობავამ შეუძლებელი შესძლო! ცუდი სტარტის შემდეგ 7 პარტია მოიგო ზედიზედ და პირველობა გაინაწილა!

ჭარხალაშვილმა, ელვისებურ ჭადრაკში გაიმარჯვა!

პროექტი #ითამაშეჭადრაკი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. 10 ივნისს, პროექტის ფარგლებში  გაიმართა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. შეჯიბრი 17 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.

8 ქულით ტურნირში ერთპიროვნულად გაიმარჯვა ინგა ჭარხალაშვილმა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: ნიკა ვოლკოვი და თამაზ მგელაძე.

ტექნიკური შედეგები

ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დარჩა!

მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეათე ტურში, ბრწინვალე გამარჯვება იზეიმა ბაადურ ჯობავამ!მან, ჩემპიონობისათვის გადამწვეტ ტურში რუსი დიდოსტატი ანტონ დიმჩენკო (2629) დაამარცხა და ცხრილის სათავეში  გადაინაცვლა მაქსიმ მატლაკოვთან ერთად (რუსეთი;2714,)!

დასრულდა შოთა ინწკირველის მემორიალი...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, შოთა ინწკირველის მემორიალი. ასპარეზობა ორ ასაკობრივ ჯგუფში:7 და 9 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის გაიმართა 7 ტურად.

 

7 წელი - გოგონები

I ადგილი  - ბარბარე კულუა (ფოთი;მწვრთნელი გიორგი ღლონტი) – 7 ქულა (!);

ჯობავა, წინ მიიწევს!

მორიგი გამარჯვება იზეიმა, ბაადურ ჯობავამ მინსკში მიმდინარე ევროპის პირად ჩემპიონატზე ვაჟთა შორის. შავი ფიგურებით მოთამაშე ქართული ჭადრაკის ლიდერმა კარგად  გამოიყენა მეტოქის უზუსტობები და ეფექტურად  გაიმარჯვა 25-ე სვლაზე. ამ გამარჯვებით, ჯობავამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პირველობისკენ.

ზედიზედ მეხუთე გამარჯვება!

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ ზედიზედ მე-5 პარტია მოიგო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა 2 სასტარტო მარცხის შემდეგ. ამჟამად,მისი მსხვერპლი ბერძენი დიდოსტატი დიმიტროს მასტროვალისი გახდა. მომდევნო ტურში ჯობავა ბრიტანელ გევინ ჯონს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური დარჩა  და შეჯიბრს 7 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს დავიდ ჰოუელი (ინგლისი;2684)

6 მოგება,4 ფრე...

წარმატებული აღმოჩნდა ევროპირველობის მეხუთე ტური ქართველი ვაჟებისათვის.6 მოგება და 4 ფრე ასეთია მათი მონაგარი დღევანდელ ტურში. ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს: თამაზ გელაშვილმა და ზურაბ სტურუამ. ფრედ დაასრულა პარტია სამი მოგების მერე ლუკა პაიჭაძემ უძლიერეს ჩეხ დიდოსტატ დავიდ ნავარასთან.

5 ტურის შემდგე ჩემპიონატს 4,5-4,5 ქულით ლიდერობენ:

ბლიცებში , ჯავახიშვილმა იმარჯვა!

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრის,ლელა ჯავახიშვილის გამარჯვებით დასრულდა ქართული ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში.

 გამარჯვებულმა 9-დან  ქულა დააგროვა და პირველობა ინგა ჭარხალაშვილთან ერთად გაინაწილა. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი ჯავახიშვილს ერგო.გამარჯვებულ ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩა სოფიკო ხუხაშვილი.

შეჯიბრი 25 მონაწილეს შორის  შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.

გვერდები

Top