საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ლევან ფანცულაიას პირველობით დასრულდა ქართული გრან პრის III ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა შორის.
გამარჯვებულმა 9-დან 8 დააგროვა გიგა ყუფარაძესთან ერთად. თუმცა დამატებითმა მაჩვენებლებმა მას პირველი ადგილი არგუნა. მეწინავე ორეულს ერთი ქულით ჩამორჩნენ: მიხეილ კეკელიძე და ნიკა ვოლკოვი.