ვიზიტით ემირატებიდან

თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან არაბთა გაერთიანებული ემირატების საჭადრაკო  ფედერაციის წარმომადგენლობა.

საპატიო სტუმრებს  ჭადრაკის საახლეში შეხვდნენ. დაისახა ორხრივი თანამშრომლობის გეგმები.

მომდევნო წრის საგზურისთვის 5 წყვილი იბრძოლებს

ქართული ჭადრაკის ლიდერის, ბაადურ ჯობავას დომინირებით მიმდინარეობდა მთელი პარტია  უესლი სოსთან დაპირისპირებაში.თუმცა, თეთრებით მოთამაშე ქართველი დიდოსტატის უპირატესობა ძნელი სარეალიზაციო იყო. საბოლოოდ ფრე და ჯობავა ხვალ დამატებითებში იბრძოლებს მეოთხედფინალის საგზურისთვის.

დამქანცველი ტაი-ბრეიქის შემდეგ მონაწილეებმა ერთმანეთი დაინდეს...

შედარებით მშვიდობიანი  გამოდგა  მერვედფინალის პირველი სათამაშო დღე. გუშინდელი დამქანცველი ტაი-ბრეიქის შემდეგ მონაწილეებმა სისხლისღვრა ხვალისთვის გადადეს.

იოლად გაათანაბრა  შავებით მოთამაშე ბაადურ ჯობავამ პოზიცია პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს დიდოსტატ უესლი სოსთან. მისი  პოზიცია უფრო სასიამოვნოდ  გამოიყურებოდა. მაგრამ,  მინიმალური უპირატესობა საკმარისი არ აღმოჩნდა მრისხანე მეტოქესთან გამარჯვებისთვის. ხვალ ბაადური თეთრებით ითამაშებს და მას უგულშემატკივრებს  ქომაგთა მრავალრიცხოვანი არმია.

მსოფლიოს თასი ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს...

დღეს, 12 სექტემბერს სასტუმრო ‘პრეფერენს ჰუალინგში’ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის, ზურაბ აზმაიფარაშვილის პრესსკონფერენცია გაიმართა.

მსოფლიოს თასი ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს -განაცხადა  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა. აგრეთვე დასძინა, რომ  მსოფლიო თასის გათამაშება ბევრმა ფავორიტმა დატოვა და ეს უფრო აძლიერებს ინტერესს  ტურნირის მიმართ.

ჯობავა მერვედფინალში იასპარეზებს!

 

ქართველ ქომაგთა სასიხარულოდ, ეროვნული ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ დამატებით ტაი ბრეიქში დაამარცხა რუსი დიდოსტატი იან ნეპომნიაში და მერვედფინალის საგზური  მოიპოვა.თბილისელი დიდოსტატი მსოფლიოს 16 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მოხვდა და პირველად იასპარეზებს მსოფლიო თასის მერვედფინალში. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი მესამე წრეში ასპარეზობა იყო. მეოთხე წრეში მისი მეტოქე  მსოფლიოს  საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეშვიდე ნომერი, აშშ-ს სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ფილიპინელი უესლი სო იქნება.

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილის განცხადება

2012 წლიდან, როდესაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გავხდი, დღემდე ჭადრაკისთვის 20 მილიონი დოლარის მოძიება შევძელი. ამ თანხით საქართველოში გავმართეთ ვაჟთა გრან-პრი, ქალთა გრან-პრი (ორჯერ), ქალთა და ვაჟთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატები, ევროპის ახალგაზრდული და მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატი, მსოფლიო თასი და მომავალ წელს ოლიმპიადის ორგანიზებისთვის ვემზადებით...

პროექტ ‘ჭადრაკი სკოლაში’ პედაგოგთა საყურადღებოდ!

 

2017 წლის 16-17  სექტემბერს,ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში (ვერის ბაღი;კოსტავას 37ა) გაიმართება პროექტ ‘ჭადრაკი სკოლაში’ ჩართული სკოლების პედაგოგების გადამზადება +სერთიფიცირება .

დასაწყისი 16 სექტემბერს, 13:00 საათზე

საკონტაქტო პირი: ვალერიან გაფრინდაშვილი (555 33 53 79)

ჩემპიონი ასპარეზობას გამოეთიშა...

მესამე წრის და ტურნირის მთავარი მოულოდნელობა მაგნუს კარლსენის  ჩინელ ბუ სიანჩჟისთან დამარცხება  გახდა.

ქომაგთა სამწუხაროდ ნორვეგიელი ჩემპიონი  ბრძოლას გაეთიშა და შინ გაემგზავრება.

მოსაგებად ჩამოსულმა კარლსენმა  ნახევარი დისტანციის გავლაც ვერ შესძლო.

მესამე წრე, პირველი ტური...

უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო მსოფლიო თასის მესამე  წრის  პირველი დღე. ტურნირის მონაწილეს, კანადის სახელით მოასპარეზე ანტონ კოვალიოვს მთავარმა მსაჯმა ტომაშ დელეგამ სამართლიანი შენიშვნა მისცა არასათანადო ჩაცმულობისთვის (სატურნირო  რეგლამენტით გათვალისწინებული დრესკოდის დარღვევის გამო). არბიტრმა  15 წუთი მისცა დრო კანადელ დიდოსტატს რათა ის შესაბამისად ჩაცმული მოსულიყო პარტიაზე. შენიშვნის შემდეგ კოვალიოვმა   დატოვა სათამაშო დარბაზი და აღარ დაბრუნდა. შედეგად გამოუცხადებლობის გამო   წაგება მიესაჯა.

გვერდები

Top