დღე მეექვსე...

 

23 წყვილი  გადამწყვეტ   ბრძოლაში ჩაება  მეორე წრის  დამატებით  ტაი-ბრეიქში.

23 მოჭადრაკე დღეს  იმედგაცრუებული დატოვებს ჩვენს დედაქალაქს.

23 მონაწილე თითქოს თავდაჭერით, არ იმჩნევს  გულისტკენას,  მაგრამ განადგურებული გამოდის სათამაშო დარბაზიდან.

მსოფლიო თასს ფავორიტები ტოვებენ...

მსოფლიო თასის მეორე წრის მეორე სათამაშო დღეც არ გამოირჩეოდა  დიდი შედეგიანობით.მოჭადრაკეები ფრთხილობდნენ, სანამ არის უკან დასახევი გზა ერიდებიან  გართულებებს.ამრიგად, 23 მატჩი ფრედ დასრულდა და სანუკვარი შემდეგი წრის საგზურის მფლობელებს დამატებითი მატჩები გამოავლენს.

მესამე  წრის საგზური ყველაზე ადრე კრამნიკმა მოიპოვა 10 სვლაში დაფიქსირებული ყაიმით დემჩენკოსთან.

მანუჩარ მაჩაიძე: მოჭადრაკეები თავისიანად მთვლიან.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ჭადრაკის დიდი მოყვარული  საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკის ბაადურ ჯობავას საქომაგოდ მოვიდა   დამატებითი ტაი-ბრეიქის დღეს.

ბატონო მანუჩარ, დღეს თქვენ  მოხვედით ბაადურ ჯობავას საქომაგოდ. იცნობთ მას პირადად?

არა, ის სხვა თაობას ეკუთვნის. ჩვენ არ გვქონია ურთიერთობა.

ვიცით, რომ თქვენც თამაშობთ ჭადრაკს, რა მიღწევები გაქვთ??

ქართველი მოზარდები ლიდერთა შორის არიან!

რუმინეთის მამაიაში სტარტი აიღო ევროპის  ახალგაზრდულმა პირველობამ. ჩემპიონატი 12 ტურნირად ჩატარდება შემდეგ  ასაკობრივ კატეგორიებში (გოგონები;ჭაბუკები) U08;U10;U12;U14;U16;U18.

საქართველოს სახელით ტურნირზე ასპარეზობენ:

8 წლამდე - გიორგი გიორგაძე, ლუკა კილაძე, ანასტასია კირთაძე, მარიამ ჩეჩელაშვილი.

მშვიდობიანი დღე...

მშვიდობიანად ჩაიარა  მსოფლიო თასის მეორე წრის პირველმა სათამაშო დღემ.

32 წყვილიდან  25 ფრე დაფიქსირდა და მხოლოდ 7 პარტია დასრულდა შედეგიანად.

ტურის მთავარი სენსაცია მსოფლიოს ექსჩემპიონის, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, გამოცდილი ვიში ანანდის,  თეთრი ფიგურებით მარცხი გახდა კანადელ დიდოსტატ ანტონ კოვალიოვთან.

ჯობავა მეორე წრეში იასპარეზებს!

 

დაძაბულ   რეჟიმში  გაიმართა  პირველი წრის  დამატებითი ტაი-ბრეიქი. 22 წყვილი მეორე წრის საგზურისათვის თავგამოდებით იბრძოდა.

ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივარის ყურადღების ცენტრში  ბაადურ ჯობავას  მატჩი იყო ესპანელ დიდოსტატ, ივან ლოპეს სალგადოსთან.

მეორე წრის საგზურისათვის 22 წყვილი იბრძოლებს...

საინტერესოდ წარიმართა მსოფლიო თასის  პირველი წრის მეორე ტური. საკმაოდ დაძაბულები იყვნენ მონაწილეები, დღეს ხომ პრაქტიკულად წყდებოდა თუ ვინ დატოვებს ტურნირს ნაადრევად. თუმცა ფინანსურად დაზარალებული არავინ რჩება პირველივე წრეში დამარცხებული 6000$ დაჯილდოვება.

 

პირველი სვლა ჩემპიონის პარტიაში საპატიო სტუმარმა გააკეთა...

ვაჟთა შორის მსოფლიო თასის პირველ ტურში პირველი სვლა ფიდეს  ვიცე-პრეზიდენტმა  გეორგიუს  მაკროპულოსმა გააკეთა. მსოფლიოს ჩემპიონის მაგნუს კარლსენის და ოლუვაფემ ბალოგანის (ნიგერია) პარტიაში. ჩემპიონმა  იოლად  მიიღო უპირატესობა მასზე თითქმის 600-მდე ნაკლები რეიტინგ- ქულის მქონე მეტოქესთან.დასაწყისშივე გაცვალა ლაზიერები და ენდშპილში  დამაჯერებლად დაამარცხა მოწინააღმდეგე.

საზეიმოდ გაიხსნა!

დღეს  ფუნიკულიორზე ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირი 28 სექტემბრამდე გასტანს და მასში მსოფლიოს 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე იასპარეზებს. მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ტოპ-15 მოჭადრაკე.ასპარეზობას განსაკუთრებულ ინტერესს მსოფლიოს  მოქმედი ჩემპიონის მაგნუს კარლსენის მონაწილეობა მატებს.მსოფლიო თასის გათამაშების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა მოქმედი ჩემპიონის ასპარეზობის.

გვერდები

Top