საქართველოს ქალთა ნაკრებმა საბერძნეთის კრეტაზე მიმდინარე ევროპირველობის მესამე ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და სათავეში ჩაუდგა ლიდერთა ჯგუფს. მომდევნო ტურში ჩვენს მოჭადრაკეებს საჩემპიონო მატჩი ელით რუს კოლეგებთან.
ვაჟთ გუნდმა ისლანდიის ნაკრები გაანადგურა ანგარიშით: 3,5:0,5 და მეოთხე ტურში რუმინელებს დაუპირისპირდებიან.
საქართველო 3 : 1 უნგრეთი