'ნონა'- ევროპის ჩემპიონია!

ბათუმის საჭადრაკო კლუბი 'ნონა'   ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!

ქართულმა კლუბმა  7 შეხვედრიდან 11 ქულა დააგროვა და პირველობა აზერბაიჯანულ 'ოლდარ ურდუსთან' გაინაწილა. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლები ჩემპიონის ტიტული ბათუმლებმა დაისაკუთრეს. III-IV  ადგილები 10-10 ქულით: ბელორუსიის 'ბოსა ნოვა'-მ და  რუსეთის 'უგრა ჩეს კლაბ'-მა  გაინაწილეს.  

ერთპიროვნულად დაწინაურდა!

ერთპიროვნულად დაწინაურდა ბათუმის 'ნონა'  ფინიშამდე ერთი ტურით ადრე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე!

ქართული კლუბის აქტივში 6 შეხვედრიდან 5 გამარჯვება და საჯამო 10 ქულაა. ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება აზერბაიჯანული 'ოლდარ ურდუ', ხოლო  III-IV  ადგილებს: რუსეთის 'უგრა ჩეს კლაბი'და  ბელორუსიის 'ბოსა ნოვა' ინაწილებენ 8 ქულით.

ქართული კლუბის  შემადგენლობაში ასპარეზობენ: ნანა ძაგნიძე, დრონავალი ჰარიკა, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია.

მწვრთნელთა საყურადღებოდ!

 
 
 
  2017 წლის 29 ოქტომბერს, კვირას 13.00-ზე ჭადრაკის    
  სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა ატესტაცია                     
  'C' კატეგორიის მისანიჭებლად.
 
  ატესტაციაში მონაწილეობის უფლება აქვთ   
  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს, 
  რომელთაც გადახდილი აქვთ:

პირველი ლიგის საგზურის მფლობელები გამოვლინდნენ...

თბილისის  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს 77-ე ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი ტურნირი (

ინსპექტირება ბათუმში

საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს წევრი ჯეფრი ბორგი. ვიზიტის მიზანი ბათუმში 2018 წელს გასამართი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ინსპექტირება გახლდათ. ბათუმში ფიდეს მაღალჩინოსანს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

 

სამტრედიაში სტარტი აიღო მაჩიტიძის მემორილამა

სამტრედიაში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა  დამსახურებული საჭადრაკო მოღვაწის  ანზორ მაჩიტიძის სახელობის მემორიალი.ტურნირი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლის წარმატებული პროექტის #ითამაშეჭადრაკი -ის ფარგლებში ტარდება.

მაჩიტიძე წლების მანძილზე ემსახურებოდა თავის რაიონს, რომელმაც არაერთი წარმატებული მოჭადრაკე აღზარდა.მისი თაოსნობით ტარდებოდა ყოველწლიური საჭადრაკო ფესტივალები, მოქმედებდა საჭადრაკო კლუბი.

ჩემპიონის ქალაქში ჭადრაკის სასახლე განახლდება!

 ქალაქ ზუგდიდის მერიამ საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დაასრულა. თბილისის ქ. N1-ში განთავსებულ საჭადრაკო სკოლაში, 2016-2017 სასწავლო წელს ირიცხება 180-მდე მოსწავლე. აღნიშნული რაოდენობის კონტიგენტი ბევრად აღემატება სკოლის შესაძლებლობებს, შენობაში მხოლოდ ორი საკლასო ოთახი და ერთი დარბაზია. ამასთან, ჭადრაკის თამაშის შესწავლის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

საპატიო მოქალაქედ აირჩიეს!

 მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ჭადრაკში, გამოჩენილ სპორტსმენს, ნონა გაფრინდაშვილს, ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ მ/წ/ 28 სექტემბრის №1552 ბრძანების თნახმად, ზუგდიდის საპატიო მოქალაქეს წოდება მიანიჭა და სიმბოლური გასაღები გადასცა.  

საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგა

      დ ე ბ უ ლ ე ბ ა

25.10-03.11.2017 წ. ქ.თბილისი, ჭადრაკის სასახლე
                        
 
1. მიზანი და ამოცანები:
  - ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
  - საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა.

ნონა გაფრინდაშვილის თასი-2017

          დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

   

 12-21 ნოემბერი 2017 წ.;თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37

 

  1. ორგანიზატორები

1.1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;

1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

 

გვერდები

Top