ლაშა ჯანჯღავას ლექციათა კურსი

თბილისის  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 22 იანვარს დაიწყო და 31 იანვრამდე გასტანს საერთაშორისო დიდოსტატ  ლაშა ჯანჯღავას თეორიული სემინარი.'ფიდეს სენიორ' მწვრთნელის ლექციათა კურსი განსაკუთრებით საინტერესოა  მოზარდებთან მომუშავე პედაგოგებისათვის.

პირველ ტურში ყველამ გამარჯვება იზეიმა!

ჰიბრალტარში  სტარტი აიღო მსოფლიოში ყველაზე უძლიერესმა საერთაშორისო ტურნირმა ‘Tradewise Gibraltar chess festival 2018’. შეჯიბრის მონაწილეთა შორის არიან: არონიანი, ვაშიე-ლაგრავი, ნაკამურა, ნავარა, ჰარიკრიშნა,ივანჩუკი და ა.შ.

ასპარეზობაზე საქართველოს სახელით მონაწილეობენ: ნანა ძაგნიძე (2522), ნინო ბაციაშვილი (2504), ბელა ხოტენაშვილი (2486) და სალომე მელია (2404).

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ყველა ქართველმა მონაწილემ გამარჯვება იზეიმა!

ფინალისტების ვინაობა გაირკვა!

ნახევარფინალური  მატჩების მეორე ტურმა მშვიდობიან ’რეჟიმში’ ჩაიარა და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამრიგად, ორივე მატჩი ანგარიშით 1,5:0,5 დასრულდა.  ფინალში ერთმანეთს საქართველოს არაერთგზის ჩემპიონები: მიხეილ მჭედლიშვილი და დავით  ჯოჯუა დაუპირისპირდებიან.

მესამე ადგილის და ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატის საგზურის ბედი  თორნიკე სანიკიძის და გიგა ყუფარაძის შეხვედრაში გაირკვევა.

ყაიმების გარეშე!

დრამატულად წარიმართა  თბილისის  ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე  ქვეყნის 77-ე ჩემპიონატის  ნახევარფინალური მატჩების პირველი ტური.

დავით  ჯოჯუამ დამაჯერებლად დამარცხა  გიგა ყუფარაძე, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილისა და თორნიკე სანიკიძის პარტია  საკმაოდ დრამატული გამოდგა. პარტია შავებით მოთამაშე სანიკიძის უპირატესობით მიმდინარეობდა და უკეთეს პოზიციაში დაშვებულმა უხეშმა შეცდომამ შავებს მარცხი განაცდევინა.

ჯოჯუა და სანიკიძე ნახევარფინალში იასპარეზებენ...

გუშინდელი მსგავსად დღესაც მხოლოდ ერთი პარტია დამთავრდა შედეგიანად ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე  ქვეყნის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის.გამარჯვება და შემდეგ წრეში ასპარეზობის უფლება დავით ჯოჯუამ მოიპოვა. ასევე გუშინდელი გამარჯვების გამო დღეს ყაიმიც ეყო ნახევარფინალში გასასვლელად თორნკე სანიკიძეს ლუკა პაიჭაძესთან დაპირისპირებაში.

მეორე წრე, მეორე ტური - (01.20.2018)

ნიკოლოზ კაჭარავა     (2302) 1 : 1 გიგა ყუფარაძე (2499)

'მშვიდობიანი ტური'

საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის მეორე წრის პირველმა ტურმა შედარებით ‘მშვიდობიანად’ ჩაიარა. 4 პარტიიდან 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა და მხოლოდ შავებით მოთამაშე სანიკიძემ შესძლო საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ლუკა პაიჭაძის დამარცხება.

კაჭარავა          ½ : ½  ყუფარაძე

მაღალაშვილი ½ : ½ მჭედლიშვილი

მორჩიაშვილი ½ : ½ ჯოჯუა

პაიჭაძე      0  :  1  სანიკიძე.

'ფიდეს' მონიტორინგი ბათუმში...

საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.

სენსაცია პირველივე ტურში!

სენსაციით დაიწყო საქართველს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატი. ასპარეზობის მერვედფინალში ყველასათვის მოულოდნელად, ტურნირს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ ნიკა კაჭარავამ, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი, ჩემპიონატის რეიტინგ-სიის პირველი ნომერი ლევან ფანცულაია დაამარცხა ანგარიშით 1,5:0,5! ასევე, მოულოდნელი იყო რეიტინგით უმცირესი ბაჩანა მორჩიაშვილის გამარჯვება დავიდ არუთინიანთან. დანარჩენ მატჩებშიკი რეიტინგ-ფავორიტებმა იმარჯვეს: მჭედლიშვილა ახვლედიანი დაამარცხა; პაიჭაძემ თუთისანი;ჯოჯუამ პეტრიაშვილი და ყუფარაძემ ბენიძე.

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

5-15 თებერვალი  2018  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

    რეიტინგიან მოჭადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს

    რეიტინგი.  აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  

ჩემპიონები გამოვლინდნენ!

მსოფლიო-ევროპის  ჩემპიონატების მრავალგზის  ჩემპიონის და პრიზორის  თამარ  ხმიადაშვილის  დამაჯერებელი გამარჯვებით  დასრულდა საქართველოს  ჩემპიონატი  სენიორ მოჭადრაკეთა  შორის! ჩემპიონმა 7-დან 5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე  გასულ  გიული ალიხანაშვილს. მესამე ადგილზე ასევე 4 ქულით და უარესი მაჩვენებლებით ციალა ქასოშვილი გავიდა.

I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მსოფლიოსა და ევროპის სენიორ ქალთა ჩემპიონატების საგზურით;საქართველოს ჩემპიონს ეძლევა საგზურის არჩევის უფლება.

გვერდები

Top