გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 22  იანვრიდან 31 იანვრის  ჩათვლით საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა გამართავს სემინარს მწვრთნელებისათვის.

სემინარი თბილისის თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის  ჭადრაკის სასახლეში გაიმართება.

 

საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის -'კახი ჩიგოგიძის თასი'

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

27 იანვარი- 5 თებერვალი  2018 წ.     ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

  1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

მაღალაშვილმა საბერძნეთში იყოჩაღა!

 

საპრიზო სამეულში გავიდა დავით მაღალაშვილი საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გამართულ საერთაშორისო ტურნირში. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა ორი ქართველი მოჭადრაკის:დავით მაღალაშვილის და გიგა ყუფარაძის მონაწილეობით.

9-დან 7,5 ქულით გამარჯვება არავის დაუთმო ვლადისლავ  ნევედნიჩიმ (მოლდავეთი).7-7 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს და კოეფიცინეტთა ცხრილით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2.დავით მაღალაშვილი; 3.ნიკოლა ნესტორივიჩი (სერბეთი).

დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა!

შესანიშნავად ითამაშა დავით  ჯოჯუამ ესპანეთის  ალმერიაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე!

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად  გაიმართა და 7 ქულით პირველობა ერთბაშად 8 მონაწილემ: ჯოჯუამ (საქართველო), ფორსენმა(ესპანეთი),სვეტუხინმა (მოლდავეთი), კლეკოვსკი (პოლონეთი),კორპამ (უნგეთი), კუენსამ (ესპანეთი), პალვეტმა (ვენესუელა) და ლიუმ  (ჩინეთი) გაინაწილა. დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ქართველ მოჭადრაკეს ერგო.

იტალიის ვილორბაში...

იტალიის  ვილორბაში დასრულდა საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირი ქართული ჭადრაკის ლიდერის ბაადურ ჯობავას მონაწილეობით.

თბილისელმა  დიდოსტატმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და II-IV ადგილები გაინაწილა: ფერენც ბერკეშთან (უნგრეთი) და ანტონ კორობოვთან (უკრაინა) ერთად.დამატებითი მაჩვენებლებით ჯობავა მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი კი 7 ქულით  რიჩარდ რაპორტმა (უნგრეთი) დაისაკუთრა.

შეჯიბრი  შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და რიგით მეორე გახლდათ.

2017 წელი თბილისის საახალწლო ტურნირმა დაასრულა...

2017 წლის ბოლო საჭადრაკო ღონისძიება 31 დეკემბერს გაიმართა ჭადრაკის სასახლეში. თბილისის მერიის ხელშეწყობით 'საახალწლო ღია ტურნირი' ტრადიციულად  დეკემბრის ბოლოს იმართება.შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა ელვისებურ ჭადრაკში და პირველობა არავის დაუთმო საქართველსო მოქმედმა ჩემპიონმა ვაჟთა შორის ლუკა პაიჭაძემ. ხოლო ქალთა შორის პირველობა ნონა დათუაშვილმა დაისაკუთრა.

 

ვაჟთა შორის:

I    ადგილი - ლუკა პაიჭაძე - 7,5 ქულა;

გვერდები

Top