ეკვატორი გადალახეს!

 

ევროპის  მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატის მონაწილეებმა ეკვატორი გადალახეს. 11-დან 6 ტური უკვე ნათამაშებია...

5-5  ქულით ერთბაშად 7 მონაწილე ლიდერობს:ტამირ ნაბატი (ისრაელი;2690), ევგენი ნაერი(რუსეთი;2683), გევეინ ჯონსი  (ინგლისი;2651), ერნესტო ინარკიევი (რუსეთი;2684), ბენჟამინ ბოკი (ჰოლანდია;2622), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი;2738) და სანან სიუგიროვი (რუსეთი;2652).

ალექსანდრე ბოკუჩავას თასი (რეიტინგ-ტურნირი)16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

   18.04-25.04. 2018  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

    18.04-25.04. 2018  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. მონაწილენი:

სამეული დაწინაურდა...

 

ევროპის რიგით მე-19 ჩემპიონატს  5 ტურის შემდეგ , ერთბაშად 3 მონაწილე ლიდერობს.

4,5 ქულით პირველობას ინაწილებენ: ტამირ ნაბატი (ისრაელი;2690), ბენჯამინ ბოკი (ჰოლანდია;2622)  და ივან შარიჩი (ხორვატია;2657). ლიდერთა სამეულს ნახევარი ქულით ჩამორჩება მონაწილეთა დიდი ჯგუფი რომელთა შორისაა საქართველოს სახელით მოასპარეზე დავიდ არუთინიანი (2536).

შეგახსენებთ სულ ტურნირში 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს.

ოთხი ტურის შემდეგ...

ბათუმში,  მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით, ერთპიროვნულად  რობერტ ჰოვანისიანი (სომხეთი;2601) ლიდერობს.  

ქართველი მოჭადრაკეებიდან ოთხმა   მონაწილემ დააგროვა სამი ქულა და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

მეწინავეთა ჯგუფში: მიხეილ მჭედლიშვილი (2600), დავიდ არუთინიანი (2536), ლევან ფანცულაია (2593) და ლუკა პაიჭაძე (2581)   იმყოფებიან.

მსაჯთა სემინარი

24 - 25 მარტს, ბათუმში გაიმართება მსაჯთა სემინარი. სემიანრის თემა 2018 წლიდან 'ფიდეს'  კოდექსში შეტანილი ცვლილებებია.

ლექციათა კურს 'ფიდეს' არბიტრთა კომისიის წევრი, საერთაშორისო არბიტრი აშოტ ვარდაპეტიანი წაიკითხავს.

 

 

საქართველოს ჩემპიონატი U7

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

27  აპრილი - 4 მაისი 2018 წ.   ქ.თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

.  სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად.                       

     ტურნირში  არ დაითვლება ფიდეს რეიტინგი. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას   

     განსაზღვრავს  ორგანიზატორი.

ლიდერთა შორისაა...

 

ორის შემდეგ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით მონაწილეთა დიდი ჯგუფი ლიდერობს, მათ შორისაა საქართველოს  მრავალგზის ჩემპიონი ლევან ფანცულაია. მესამე ტურში ქართველი დიდოსტატის  მეტოქე სომხეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი ჰრანტ მელკუმიანი იქნება.

ლიდერთა  ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ბაადურ ჯობავა,  დავით ჯოჯუა, დავიდ არუთინიანი, მერი არაბიძე, დავით მაღალაშვილი, მიხეილ მჭელიშვილი.

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის პირველ დაფაზე პირველი სვლა აჭარის პირველმა პირმა გააკეთა!

 

17 მარტს, 15:00 საათზე ბათუმის სასტუმრო ‘შერატონში’ ოფიციალურად გაიხსნა ევროპის რიგით მე-19 და  კონტინენტის საჭადრაკო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი. მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატები უსურვეს საპატიო სტუმრებმა: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

ტრადიციული პირველი სვლა ჩემპიონატის რეიტინგ-სიის ლიდერის დმიტრი იაკოვენკოსა და   შანტ სარგისიანის შეხვედრაში აჭარის პირველმა პირმა გააკეთა.

ბათუმი, ევროპის ჩემპიონატი ვაჟთა შორის...

ბათუმში,16 მარტს დაიწყება და 28 მარტამდე გასტანს   ევროპის  რიგით  მე-19 ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ტურნირში მონაწილეობენ   მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკეები. ქართველი ქომაგი განსაკუთრებით დიდ იმედს  ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერზე ბაადურ ჯობავაზე ამყარებს.

დღემდე, კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს ქართველი მოჭადრაკეებიდან მხოლოდ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი ფლობდა (2003 წელი).

ფედერაცია ულოცავს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს, ზურაბ აზმაიფარაშვილს!

 

ზურაბ აზმაიფარაშვილი

საერთაშორისო დიდოსტატი

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი;

მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული;

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების ორგზის  გამარჯვებული ახალგაზრდებს შორის;

გვერდები

Top