საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობამ დაადგინა...

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის  ოქმი # 3                         

12.04.2018 წ. 

 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე,  აკ. იაშვილი, ნ. გაფრინდაშვილი,                         

                 ნ. იოსელიანი,  ნ. გურიელი, ზ. აზმაიფარაშვილი, ზ. სტურუა,  დ. გურგენიძე,                                                   

ლისის ტბაზე სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

14 აპრილს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას, რომლის დევიზი იყო "სპორტი მშვიდობისთვის და განვითარებისთვის" კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, ასევე თბილისის მერიისა და ლისის ტბის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.

საქართველოს ჩემპიონატი - U7

 დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

27  აპრილი - 4 მაისი 2018 წ.   ქ.თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

1.  სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად.                       

     ტურნირში  არ დაითვლება ფიდეს რეიტინგი. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას   

     განსაზღვრავს  ორგანიზატორი.

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება!

 

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა ევროპის ქალთა ჩემპიონატზე!

ნანა, ერთპიროვნულად ლიდერობს და მეხუთე ტურში მისი მეტოქე მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა იქნება.

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან:მარია მუზიჩუკი(უკრაინა;2540), ვალენტინა გუნინა (რუსეთი;2507),ანა უშენინა (უკრაინა;2422), ევგენია ოვოდი (რუსეთი;2366), ნასტასია ზიაზულკინა (ბელორუსია),იულია შვაიგერი (ისრაელი;2404).

 

საქართველოს ჩემპიონატი U10;U14;U18

               დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა 

  4 -14 მაისი 2018 წ.  ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

                                                                   

1. ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

2. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.  

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ძაგნიძე დაწინაურდა!

 

სლოვაკეთის ვისოკი ტატრიში  მიმდინარეობს ევროპის ქალთა ჩემპიონატი. ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვებით ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე დაწინაურდა. მესამე ტურში ნანას მეტოქე პოლინა შუვალოვა (რუსეთი;2389) იქნება.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება  30 ქვეყნის წარმომადგენელ 144 მონაწილეს შორის.  ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 7 მოჭადრაკე ასპარეზობს.

ქართველ  მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

ვოლკოვმა, ბლიცებში იმარჯვა!

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ვაჟთა შორის ქართული გრან პრის მეორე ეტაპი გაიმართა ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად გაიმართა. ბრწყინვალე შედეგით ცხრიდან რვა გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრე შეჯიბრში ნიკა ვოლკოვმა გაიმარჯვა!

სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა!

 ქართული გრან  პრის მეორე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში თორნიკე სანიკიძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა! 

 

 გამარჯვებულმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო:   ალექსანდრ ფიერს და ირაკლი ბერაძეს.

მუზიჩუკის გამარჯვებით დასრულდა

 

ელვისებურ ჭადრაკში  ევროპის ქალთა ჩემპიონატი სასტუმრო ‘იოტა’-ში დასრულდა. 13 ტურიდან 10 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად გაიმარჯვა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონმა სწრაფ ჭადრაკში ანა მუზიჩუკმა (უკრაინა;2611). გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და შემდეგნაირად განაწილდნენ:

2.ელიზაბეტ  პეტცი (გერმანია;2475);

3.მონიკა სოჩკო       (პოლონეთი;2314);

4.ანა მათნაძე           (ესპანეთი;2429).

გვერდები

Top