43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივ ღონისძიებას „ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“ ღვინის ქარხანამ უმასპინძლა.

გამგეობამ დაადგინა...
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი # 4
23.07.2018 წ.
სხდომას ესწრებოდნენ: წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, აკ. იაშვილი, ნ. გაფრინდაშვილი,
ნ. იოსელიანი, ნ. გურიელი, ზ. აზმაიფარაშვილი, ზ. სტურუა, დ. გურგენიძე,

ზუდიდში დემურიას მემორიალი დასრულდა...
25 - 28 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ."სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი"-ს ჭადრაკის განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მურმან დემურიას რიგით XVIII მემორიალი ჭადრაკში. მემორიალს უმასპინძლა რესტორანმა "რომანტიკამ". მემორიალი მოიცავდა ორ ღია ტურნირს - რაპიდსა და ბლიცს, რომელიც შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. რაპიდ ტურნირში დროის რეგლამენტი იყო 15 წუთი თითოეულ მონაწილეს ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით, ბლიც ტურნირში - 3 წუთი, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

'ბათუმი – 2018'
საერთაშორისო ფესტივალი 8,10,12 და 14 წლ. ჭაბუკებსა და გოგონებს შორის
21 - დან 28 ივლისის ჩათვლით , ქ ბათუმში, გაიმართა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ‘’ ბათუმი – 2018’’ 8,10, 12 და 14 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

მწვრთნელთა საყურადღებოდ!
სამწვრთნელო სემინარების გრაფიკი 2018წ.
მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა
განრიგი
იანვარი 22-31 თბილისი
თებერვალი 1-10 რუსთავი
მარტი 17-27 ბათუმი
აპრილი 7-17 გორი

'ცხელი არჩევნების' წინ...
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე ორი თვეღა რჩება: ბათუმი პლანეტის უძლიერეს მოთამაშეებს 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს, საქართველოს 189 ქვეყნიდან 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

ფიფიამ ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა!
კატო ფიფიამ ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცეში გამართულ საერთაშორისო ფესტივალის ტურნირზე დიდი წარმატებით იასპარეზა .
მან ვაჟთა ტურნირში 7-დან 5 ქულა დააგროვა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ხოლო საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გავიდა და საკუთარ ელო-რეიტინგს 114 ქულა შემატა. შეჯიბრში პირველობა 6,5 ქულით: საერთაშორისო ოსტატმა ვიქტორ სკლიაროვმა (უკრაინა;2357) და საერთაშორისო დიდოსტატმა პეტრ ნეუმანმა (ჩეხეთი;2440) გაინაწილეს.

სიბაშვილმა 9-დან 9-ვე მოიგო!
კონიაში, თურქეთის საკლუბო ჩემპიონატის პირველი ლიგა დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საკლუბოზე ქართველი მოჭადრაკეებიც მონაწილეობდნენ და საკმაოდ წარმატებულადაც.
ჭაბუკთა დაფაზე ბრწყინვალედ იასპარეზა საქართველოს ჩემპიონმა 20 წლამდე ასაკში გიორგი სიბაშვილმა. გიორგიმ 9-დან 9-ვე პარტია მოიგო და ტურნირში ერთ-ერთი უმაღლესი რეიტინგ-პერფომანსიც დააფიქსირა.
I ვაჟთა დაფა:
12 ადგილი - კოკა შანავა - 4,5 (8-დან)

ერთად შევარჩიოთ სახელი!
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს მის ბაზაზე შექმნილი ინტერნეტ-ტელევიზიის სახელის შესარჩევ კონკურსს.
შემოთავაზებული დასახელება უნდა შეესაბამებოდეს ჭადრაკის თემატიკას, იყოს ლაკონური და ორიგინალური.
კონკურსანტებმა წინადადებები უნდა გაგვიზიარონ ფეისბუკის გვერდზე კონკურსის პოსტის კომენტარებში.