რიგით მე-13...

ფოთში რიგით მე-13 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში  10 სხვადასხვა როგორც მოზარდთა ასევე 'ღია' ტურნირი ჩატარდა და მასში  15-მდე ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ფესტივალის საპრიზო ფონდი  45 000 ლარს  შეადგენდა.

ღონისძიების ორგანიზატორები:

 საჭადრაკო კლუბი ‘ნანა’,

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია;

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

 

ვერის ბაღში ჭადრაკის დღე აღნიშნეს!

20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღეა. საერთაშორისო ფედერაცია FIDE 94 წლის წინ, 1924 წლის 20 ივლისს დაარსდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა თბილისში, ვერის პარკში საზეიმო ღონისძიება მოაწყვეს.

ბათუმი 2018: „ნონას თასი“ გორს ეწვია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ძალისხმევით „ნონას თასი“ ამჯერად გორში გამოიფინა.

ექვსეული დაწინაურდა

6 ტურის შემდეგ ერთბაშად  6 მონაწილე  დაწინაურდა  ფოთში მიმდინარე რიგით მე-13 საერთაშორისო ტურნირზე. ლიდერთა: ლუკა პაიჭაძის,  ტიგრან ჰარუთინიანის (სომხეთი),დავით ბენიძის, ლევან ფანცულაიას, ნოე თუთისანის  და  სერგეი მაცენკოს (რუსეთი)  აქტივში 6-დან 4,5 ქულაა.

მომდევნო ტურში გამარჯვებისათვის ბრძოლაში სწორედ ამ ექვსეულის  ერთმანეთში დაპირისპირება იქნება გადამწყვეტი .

საერთაშორისო ფესტივალი 'შავი ზღვის დელფინი—2018'

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა
 
ქ. ბათუმი.  14– 21 აგვისტო, 2018 წელი.
 
 
            ორგანიზატორები:
 
აჭარის არ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი;                                                                 
საქართველოს  ჭადრაკის  ფედერაცია                                                   

მწვრთნელთა საყურადღებოდ!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პროექტის #ჭადრაკირეგიონში  ფარგლებში  მეორე წელიწადია  მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა, რომლის მიხედვით რეგიონებში მოღვაწე მწვრთნელებს სასწავლო სემინარები წლის განმავლობაში უტარდებათ . 

პროექტის  ფარგლებში ფიდესა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი  ლაშა ჯანჯღავა 20  ივლისიდან ლექციათა კურსს თბილისში გამართავს. 

ზუგდიდს განახლებული საჭადრაკო სკოლა ექნება

 ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაწყებულია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა.

12 ივლისიდან ფოთში...

13-20 ივლისს, ფოთი ტრადიციულად უმასპინძლებს XIII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საჭადრაკო კლუბი ‘ნანა’, ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ფესტივალის ფარგლებში ტარდება 10 სხვადასხვა როგორც მოზარდთა ასევე 'ღია' ტურნირი და მასში მონაწილეობას მიიღებს 15-მდე ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე. ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენს 45 000 ლარს.

წყარო

ბათუმის 'მერიის თასზე'...

ლევან ფანცულაიამ და რინატ  ჯუმაბაიევმა(ყაზახეთი) პირველობა გაინაწილეს ბათუმში გამართულ რიგით მეოთხე მერიის თასის გათამაშებაზე. გამარჯვებულებმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვეს. 6-6 ქულით III-V ადგილები გაიყვეს: ჯავოხირ სინდაროვმა (უზბეკეთი), გიგა ყუფარაძემ და ნოე თუთისანმა.

ქალთა ჩათვლაში I-II  ადგილი  ნინო ხომერიკმა და სოფო გვეტაძემ  გაინაწილეს 9-დან 5-5 ქულით.

გვერდები

Top