წარმატებით იასპარეზეს!

 

დიდი წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოსწავლეებმა  პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ევროპის სასკოლო პირველობაზე!

ჩემპიონატზე თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის (ნიკოლოზ პეტრიაშვილი, შოთა ხოდაშნელი, ილია კავკასიძე,ლუკა კილაძე,ლილე ქორიძე,ანა მამარდაშვილი, მარიამ ჭეჭელაშვილი,მარიამ გვათუა) და ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის (ელენე წოწონავა,გაგა გვასალია)  წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

მემორანდუმი გაფორმდა

საინფორმაციო სააგენტო “IPN”- სა და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამასთანავე, "გამომცემლობა ლელო” 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მხარდამჭერი იქნება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და “გამომცემლობა ლელოს” მთავარმა რედაქტორმა გია თვალაბეიშვილმა.

შეხვედრა საქართველოს ვაჟთა ნაკრების ლიდერთან...

2 ივლისს  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე  ოლიმპიური ნაკრების ლიდერს, ბაადურ ჯობავას შეხვდა. განიხილეს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისათვის ნაკრების მზადყოფნა და ისაუბრეს  წვრთნის პროცესის  პერიპეტიებზე. მომზადების პროცესის უკეთ წარმართვისათვის  ფედერაციამ ჯობავას თეორიული ანალიზისათვის  საჭირო ძლიერი წარმადობის პერონალური კომპიუტერი შეუძინა.

გვერდები

Top