მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალად დაასახელეს!

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ 'ფიდე' 2017 წლის საუკეთესო მოჭადრაკე ქალად ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე დაასახელა და 'კაისას' თასით დააჯილდოვა!

ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან

ბათუმის 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-4 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს ოთხი გამარჯვება აქვს და მედლებისთვის ბრძოლას დამაჯერებლად აგრძელებს. ჩვენმა გუნდმა ამჯერად ვიეტნამის ნაკრები დაამარცხა 3:1. საქართველოს ნაკრებს გამარჯვებები ნანა ძაგნიძემ და სალომე ბაციაშვილმა მოუტანეს, შესაბამისად პირველ და მესამე დაფაზე, ორივემ შავი ფიგურებით. გამარჯვება ჯერ ბაციაშვილმა ჩაიწერა, რასაც მალევე ძაგნიძის წარმატებული სვლა და არაბიძის მეტოქესთან ყაიმზე შეთანხმება მოჰყვა, ეს კი გამარჯვებას ნიშნავდა.

ბათუმი 2018: IV ტური - ლიდერთა შორის სიმჭიდროვეა

საფრანგეთის ნაკრები, რომელიც 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას სამი ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობდა (დამატებითი მაჩვენებლით), მერვე ადგილზე დამკვიდრებულ ვიეტნამის ნაკრებს პირველ დაფაზე გაეჯიბრა.

ქალთა და ვაჟთა ნაკრებების გამარჯვება მესამე ტურში!

ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები ჩაიწერეს. ქალებმა საფრანგეთს მოუგეს 2.5:1.5. ვაჟებმა გუშინდელი ყაიმის შემდეგ ხასიათი გამოიკეთეს და მონღოლეთის ნაკრები 3:1 დაამარცხეს. ქალთა ნაკრებიდან ერთადერთი გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა ჩაიწერა, რომელმაც მეორე დაფაზე თეთრი ფიგურებით ითამაშა. დანარჩენები ფრანგ მოჭადრაკეებთან ყაიმზე შეთანხმდნენ.

ბათუმი 2018: III ტური - ფავორიტები იგებენ

ოლიმპიადის მესამე დღე მამაკაცთა ტურნირის ფავორიტებისთვის წარმატებული გამოდგა, რადგან რეიტინგის მოწინავე სამეულიდან ყველამ გაიმარჯვა: ამერიკელებმა დაუმარცხებლად მიმავალ ჰოლანდიელებს, ჩინელებმა კი ასევე მშვენივრად მოასპარეზე პერუელებს ერთნაირი ანგარიშით - 3:1 სძლიეს, რუსეთის გუნდმა კი ქულით მოუგო საქართველოს მეორე ნაკრებს - 2,5:1,5.

პირველი ტურის ულამაზეს პარტიად მაღალაშვილის კომბინაცია აღიარეს!

ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო  ოლიმპიადის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მსოფლიოს  მრავალგზის ჩემპიონ  ჟუჟა პოლგარის თაოსნობით  პირველი ტურის ულამაზეს პარტიად 'The winner of the Brilliancy Prize for Round 1' საქართველოს ვაჟთა  მეორე ნაკრების წევრის დავით მაღალაშვილის გამარჯვება აღიარა ლიხტენშტეინის წარმომადგენელთან.

წარმატებული დღე!

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. 25 სექტემბერს, მეორე ტურის პარტიები გათამაშდა და ისე მოხდა რომ საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებიც ნორვეგიელებს დაუპირისპირდა. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით ჩვენმა გუნდებმა ლიდერების, პირველ დაფაზე მოთამაშე მოჭადრაკეების - ნანა ძაგნიძის და ბაადურ ჯობავას გარეშე ითამაშეს. მოთამაშეების დასვენება და როტაციის პრინციპით მოქმედება, ოლიმპიადაზე ჩვეულებრივი ამბავია. მითუმეტეს ახლა, როცა შეჯიბრი ახალი დაწყებულია და მთავარი ბრძოლები ჯერ წინ არის. ნაკრების მწვრთნელები ლიდერებს დასვენების საშუალებას აძლევენ.

ბათუმი 2018: ოლიმპიადა დაიწყო!

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს, დღეს დაიწყო.
პირველი სიმბოლური სვლა საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრების ლიდერის ბაადურ ჯობავას დაფაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეასრულა.
საქართველოს პირველმა ნაკრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდი 3,5:0,5 დაამარცხა. ვერ გაიმარჯვა მხოლოდ ჯობავამ, რომელმაც დიდოსტატ იეჰუდა გრუნფელდთან ყაიმი ითამაშა, დანარჩენებმა კი მოიგეს: მიხეილ მჭედლიშვილმა ვიქტორ ვარეჟკინი დაამარცხა, ლევან ფანცულაიამ ლუის მარტინი, დავით ჯოჯუამ კი ტომას იანკუნასს სძლია.

გვერდები

Top