ბათუმი 2018: „ნონას თასი“ გურიასა და სამეგრელოში გამოიფინა

XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საჭადრაკო ჯილდო „ნონას თასი“ 7-8 სექტემბერს გურიასა და სამეგრელოში გამოიფინა.
„ნონას თასი“, რომელიც ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ 1997 წელს დააარსა და საჭადრაკო ოლიმპიადების საუკეთესო გუნდს გადაეცემა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ბათუმის ოლიმპიადის ფარგლებში მოგზაურობს. ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

40 წლის შემდეგ ...მაია ჩიბურდანიძე 1,5:1,5 ნონა გაფრინდაშვილი

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ მოახლოებულ ოლიმპიადას კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება მიუძღვნა: 4 სექტემბერს, კახეთში, ილიას ტბაზე მაია ჩიბურდანიძის მსოფლიოს ჩემპიონობის 40 წლის იუბილე ნონა გაფრინდაშვილთან მატჩით აღინიშნა!

მედიატურნირი 'თბილისი 2018'

1-2 სექტემბერს თბილისის ნონა  გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ მედიატურნირს ‘თბილისი 2018’ უმასპინძლა.

ტურნირის  ორგანიზატორები: 2018 წლის მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი;  საქართველოს  ჭადრაკის ფედერაცია; საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.

დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი - ტექნიკის სახლის ფასიანი ვაუჩერები   I- V ადგილზე  გასულ მონაწილეებისათვის.

საბოლოო  სატურნირო შედეგები:

შანავას მორიგი წარმატება!

ირანში დასრულებულ რიგით მეორე აფტაბის თასი გათამაშებაზე  შესანიშნავად იასპარეზა წალენჯიხელმა დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ! მან  ტურნირი მარცხის გარეშე განვლო და 9-დან 7,5 ქულა დააგროვა. შანავამ 1,5 ქულით გაუსწრო  უახლოესს კონკურენტებს და საკუთარ ელო-რეიტინგს 20 ქულა შემატა. პირველ  ადგილზე კი  8,5 ქულით ირანელი პარამ მაგსოოდლო გავიდა.

ტურნირში კიდევ 2 ქართველო მოჭადრაკე მონაწილეობდა: ბაჩანა მორჩიაშვილი (5,5 ქულა;მე-12 ადგილი)  და ნიკოლოზ  ცომაია (4,5 ქულა;33-ე ადგილი).

გვერდები

Top