ფიდეს ოსტატმა ნიკოლოზ კაჭარავამ პირველობა გაინაწილა საბერძნეთის პორტო კარასში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის! თბილისელმა მოზარდმა 11-დან 9 ქულა დააგროვა, 35 სარეიტინგო ქულა მოიმატა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დაუთმო ჩემპიონობა ესპანელ ესტეო პედრო გინესს.
დაძაბულ ბრძოლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკოლოზ პეტრიაშვილმა 16 წლამდე ასაკში! ნიკა სატურნირო რეიტინგით 31-ე ნომრად იყო განთესილი, 52 ქულა მოიმატა რეიტინგში და საერთაშორისო ოსტატის ნორმაც შეასრულა.