საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი

     დ ე ბ უ ლ ე ბ ა  
'ალექსანდრე ჩიკვაიძის თასი'
'8, 10 და 12 წ.წ. ჭაბუკთა და გოგონათა შორის      
' 07.11-14.11.2018 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე  
                 
              
1. ორგანიზატორი:  
  - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

მეტოქეს მეტოქეზე ანადგურებს!

საბერძნეთის  ჰალკიდიკში სტარტი აიღო ევროპის რიგით 23-ე საკლუბო ჩემპიონატმა ქალთა და  ვაჟთა გუნდებს შორის.

შეჯიბრში მოქმედი ჩემპიონის  ტიტულით ბათუმის საჭადრაკო კლუბი ‘ნონა’ მონაწილეობს.

შემადგენლობა:

 ნანა ძაგნიძე (2509), ნინო ბაციაშვილი (2482), ბელა ხოტენაშვილი (2469), ლელა ჯავახიშვილი (2475), სალომე მელია (2387);

მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატზე 5 ქართველი იასპარეზებს!

ასპარეზობა  რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსისკში გაიმართება, 01-25 ნოემბრის ჩათვლით და  უძლიერესის ტიტულისთვის 5 ქართველი მოჭადრაკე იბრძოლებს!

▪️ ნანა ძაგნიძე
▪️ ნინო ბაციაშვილი
▪️ ლელა ჯავახიშვილი
▪️ ბელა ხოტენაშვილი
▪️ სოფიკო ხუხაშვილი

პირველი ტურის კენჭისყრა უკვე ცნობილია.

ძაგნიძე  - ლიანეს მირანდა (კუბა)

ბაციაშვილი - ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია)

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს  ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წარმომადგენელს, საერთასორისო დიდოსტატ ნანა ალექსანდრიას!

 

ნანა   ალექსანდრია

მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი;

ექვსი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული;

მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.

 

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს, საერთაშორისო დიდოსტატ გიორგი გიორგაძეს!

 

გიორგი გიორგაძე

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვაჟთა შორის;

BATUMI 2018: WOMEN’S TEAM GOT THE BRONZE MEDAL!

Georgian women’s team got the Bronze Medal, at the 43rd World Chess Olympiad, which was hosted by Batumi Sport Palace from September 24 to October 5. Georgian team won the last match against quite strong team of Armenia – 3:1. Nana Dzagnidze and Lela Javakhishvili won, Nino Batsiashvili and Bela Khotenashvili played a tie. The final result of Georgian team was dependent on the opponents’ games. China ended the last game with a tie with Russia and became a Champion with 18 points. Ukraine also has 18 points.

ბათუმი 2018: XI ტური - ოქროს მედლები და ნონას თასი ჩინეთს

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დრამატულად და ჩინელთა ტრიუმფით დასრულდა: ვაჟებსა და ქალებში ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჯილდო, რომელიც ოლიმპიადის ყველაზე წარმატებული ქვეყნის საჭადრაკო ფედერციას გადაეცემა, ორი წლით ჩინელთა საკუთრებაა.

ბათუმი 2018: ზურაბ აზმაიფარაშვილის წიგნის წარდგენა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლო დღეს, ბათუმის სპორტის სასახლის საგამოფენო სივრცეში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის წიგნების წარდგენა მოეწყო.
ორტომიანი გამოცემა სახელწოდებით „საქართველოდან ევროპისკენ“ ქართველი დიდოსტატის განვლილი გზის ერთგვარი შეჯამებაა: პირველი ტომი ზურაბ აზმაიფარაშვილის კარიერაზე მოგვითხრობს, მეორე ტომი კი ევროპულ ჭადრაკს ეთმობა.
უხვად ილუსტრირებული გამოცემის ავტორია საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციებში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ეტიუდების შედგენაში დავით გურგენიძე.

ბათუმი 2018: ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელია!

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელსაც 24 სექტემბრიდან - 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრა სომხეთის საკმაოდ ძლიერ გუნდთან დამაჯერებლად მოიგო 3:1. ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა გაიმარჯვეს, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა კი ყაიმი ითამაშეს. საქართველოს ნაკრების საბოლოო შედეგი კონკურენტების თამაშზე იყო დამოკიდებული. ჩინეთმა ბოლო ტურში რუსეთთან ყაიმი ითამაშა და 18 ქულით ჩემპიონი გახდა. ჩინელებმა ტიტული დაიცვეს.

გვერდები

Top