ზურაბ აზმაიფარაშვილი ECU-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად დღეს მეორე ვადით აირჩიეს ზურაბ აზმაიფარაშვილი. 
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ არჩევნებში ქართველ მაღალჩინოსანს 50 დელეგატიდან 44-მა დაუჭირა მხარი. 
აზმაიფარაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან მოღვაწეობს, დღეს გამართულ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი გახლდათ. ის თავის ახალ გუნდთან ერთად 2022 წლის ჩათვლით უხელმძღვანელებს ევროპის საჭადრაკო კავშირს. 

ბათუმი 2018: IX ტური - ვაჟებს შორის პოლონელები დაწინაურდნენ

3 ოქტომბერი საჭადრაკო მოვლენებით გამორჩეულად დატვირთული გამოდგა: სასტუმრო „შერატონში“ დილით დაწყებული FIDE-ს 89-ე კონგრესი საღამოს ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის, მოგვიანებით კონტინენტური საჭადრაკო კავშირების ხელმძღვანელების არჩევით დასრულდა, სპორტის სასახლეში პარალელურად მიმდინარე 43-ე ოლიმპიადის IX ტურმა კი არაერთი საინტერესო დაპირისპირება გვაჩუქა. 

ქართველმა გუნდებმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს...

საქართველოს ქალთა ნაკრები, ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპაიდაზე მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს, თუმცა მე-8 ტურში განცდილმა მოულოდნელმა მარცხმა გეგმები მნიშვნელოვნად აურია.

ბათუმი 2018: VII ტური - მწვერვალზე დამკვიდრება რთულია

ზედიზედ ექვსი გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანის და პოლონეთის ვაჟთა ნაკრები გუნდები დღეს პირველ მაგიდას მიუსხდნენ. ლიდერთა დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. 
ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან (აზერბაიჯანი ბათუმში მეოთხე ნომრადაა განთესილი) მოპოვებული ქულა პოლონეთისთვის, რომელიც რეიტინგში მეთერთმეტეა, ტურნირის დაწყებამდე უდავოდ წარმატებად ჩაითვლებოდა, მაგრამ განვლილი დღეების განმავლობაში ამ ოთხეულმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არათუ ლიდერთა შორის დამკვიდრებას, მედლებისთვის ბრძოლას აპირებს. შესაბამისად, მათი სტაბილურად თავდადებული ბრძოლა გასაკვირი აღარაა. 

ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების ყაიმი ინდოეთთან

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დასკვნით ფაზაში შევიდა. დღეს გამართული მე-7 ტურის პარტიების შემდეგ ორივე სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო მეტი სიმჭიდროვე შეიქმნა. ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრის ყურადღება ძირითადად საქართველოს ქალთა ნაკრებისკენ არის მიმართული, რომელიც მედლებისთვის მებრძოლ ნაკრებთა შორის გახლავთ და დღეს კიდევ ერთი მძიმე დაპირისპირება გადაიტანა. საქართველო ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ ინდოეთის ნაკრებს შეხვდა და 2:2 ითამაშა.

ბათუმი 2018: ქალთა პირველმა გუნდმა მეორე 2.5:1.5 დაამარცხა

29 სექტემბერი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე დასვენების დღე გახლდათ - მოჭადრაკეები განიტვირთნენ და დღეიდან გათამაშების დასკვნით, გადამწყვეტ ეტაპს შეუდგნენ. მე-6 ტური ჩვენი გუნდებისთვის ორმაგად საინტერესო გამოდგა, კენჭისყრამ ერთმანეთს შეახვედრა საქართველოს ქალთა მთავარი და მეორე ნაკრები.

ოლიმპიადის მონაწილეებმა ეკვატორი გადალახეს...

ერთდღიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიადა განახლდა: დღეს VI ტურის შეხვედრები გაიმართა. 
საწყისი ხუთი ტურის შემდეგ ვაჟთა სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობა იყო: ყველა მოგებით აზერბაიჯანის, ჩეხეთის, პოლონეთის და უკრაინის ნაკრები გუნდები ლიდერობდნენ, დამატებითი მაჩვენებლით კი აზერბაიჯანი პირველი იყო, ჩეხეთი - მეორე, პოლონეთი - მესამე, უკრაინა კი ლიდერთა ოთხეულს აგვირგვინებდა. პირველი ორი წყვილიც ხსენებულმა გუნდებმა დააკომპლექტეს. 

საქართველოს რეგიონული გუნდური ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში

 

საქართველოს რეგიონული გუნდური ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში

 10,12,14 და 16 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის

28–30 სექტემბერი 2018 წ.  ქ. ბათუმი, ოლიმპიური დარბაზი

I     ადგილი  - თბილისი -22 ქულა;

 II    ადგილი - სამეგრელო-ზემო სვანეთი - 19 ქულა;

III   ადგილი - იმერეთი - 19 ქულა;

გვერდები

Top