ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს ნაკრების წევრის ლევან ფანცულაიას დამაჯერებელი გამარჯვებით  დასრულდა ქართული გრან პრის დასკვნითი ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში! აღსანიშნავია,  რომ სწრაფ ჭადრაკშიც დასკვნითი ეტაპი ფანცულაიას პირველობით დამთავრდა.გამარჯვებულმა 9-დან 8,5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილოსან ლუკა პაიჭაძეს, მესამე ადგილზე 6,5 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით ნიკა ვოლკოვი გავიდა.

ჩემპიონობა მეექვსედ!

ნონა გაფრინდაშვილმა სლოვენიის ბლედში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე მეექვსედ მოიპოვა სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონის ტიტული!

გამარჯვებულმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით ერთპიროვნულად დაისაკუთრა პირველი ადგილი. ჩემპიონატის მეორე ქართველმა მონაწილემ, შარშანდელმა ჩემპიონმა თამარ ხმიადაშვილმა 6 ქულა დააგროვა.

65+ ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე ვარლამ ვეფხვიშვილმა კი 6,5 დააგროვა და 33-ე ადგილს დასჯერდა.

გერმანელებიც დაჯაბნეს!

საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა თურქულ ქონიაში მიმდინარე ოლიმპიადაზე მორიგი გამარჯვება იზეიმა და მეწინავეთა შორის გადაინაცვლა!

კარლსენმა ტიტული შეინარჩუნა!

მაგნუს  კარლსენმა  ფაბიანო კარუანა  დამატებით ტაი ბრეიქში გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და  სამყაროს ყველაზე ძლიერი მოჭადრაკის ტიტული შეინარჩუნა!

მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ლონდონში გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი ერთ მილიონ ევროს შეადგენდა. საიდანაც ჩემპიონმა 55% მიიღო, რადგანაც ტაი-ბრეიკით იმარჯვა. ძირითად მატჩში  გამარჯვების შემხვევაში კი 60%-ს მიიღებდა.

პირველობა გაინაწილეს!

ლევან ფანცულაიამ და მერი არაბიძემ პირველობა გაინაწილეს  ჭადრაკის სასახლეში  გამართულ ქართული გრან პრის მეოთხე ეტაპის გათამაშებაზე! გამარჯვებულებმა შესანიშნავად იასპარეზეს და 9-დან 8-8 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება ფანცულაიამ დაისაკუთრა.

6,5 ქულით III-V ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

3.გიგა ყუფარაძე

4.ნიკოლოზ ცომაია

საქართველოს თასის გათამაშება -2018

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა   

27.12-29.12.2018  წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:

    საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

      საქართველოს თასის გამარჯვებულის გამოვლენა.

 2. მონაწილენი:

       ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ  მოჭადრაკეებს

ბ. გურგენიძის IX თასი - 2018 (რეიტინგ-ტურნირი)

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  

23.12-26.12.2018  წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე           

1. მიზანი და ამოცანები:

    საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

      ბ. გურგენიძის თასის გამარჯვებულების გამოვლენა.

  2. მონაწილენი: ჩატარდება 6 ტურნირი:

   8-წ.   (2010 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის.

მჭედლიშვილის პირველობით დასრულდა...

საქართველოს ნაკრების წევრის, მიხეილ მჭედლიშვილის გამარჯვებით დასრულდა ესპანეთის ალმერიაში გაამრთული რიგით 41-ე ტურნირი სწრაფ ჭადრაკში!

ქართველმა დიდოსტატმა 9-დან 6 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.

ტექნიკური შედეგები

ელვისებურში გვეტაძემ იმარჯვა!

ელვისებურ ჭადრაკში მეოთხე, დასკვნით ეტაპის შეჯიბრზე  ბრწყინვალედ იასპარეზა სოფიო გვეტაძემ! მის აქტივში 9-დან 8 გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრედ დასრულებული პარტიაა. გვეტაძეს 1,5 ქულით ჩამორჩა მაკა ფურცელაძე, ხოლო მესამე ადგილზე 6,5 ქულით ნინო ხომერიკი განთავსდა.

გრან პრის ეტაპის 18 მონაწილეს შორის 7 საერთაშორისო დიდოსტატი და 3 საერთაშორისო ოსტატი გახლდათ.

ტექნიკური შედეგები

გვერდები

Top