საახალწლო ტურნირი ყუფარაძის პირველობით დასრულდა!

ქართული გრან პრის ეტაპების მრავალგზის ჩემპიონმა ელვისებურ ჭადრაკში გიგა ყუფარაძემ სახალწლო ‘ღია’ ტურნირზე ‘თბილისის მერიის თასი’ ერთპიროვნულად იმარჯვა!

გაამრჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო უახლოესს მდევარს. 7-7 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

II  ადგილი -  სოფიო  გვეტაძე - ქალთა შორის საუკეთესო;

ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა!

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა დავით ჯოჯუამ საქართველოს თასის გათამაშებაზე  სწრაფ ჭადრაკში დამაჯერებლად გაიმარჯვა! მის აქტივში 9-დან 8 ქულა და ერთქულიანი სხვაობა მეორე ადგილზე გასულ  საერთაშორისო დიდოსტატ დავით მაღალაშვილთან. 

6,5 ქულა დააგროვა და უკეთესი კოეფიციენტით  მესამე  საპრიზო ადგილზე გავიდა ნოდარ ლორთქიფანიძე.

ბუხუტი გურგენიძის მემორიალი დასრულდა...

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ‘ბუხუტი გურგენიძის IX თასი - 2018’ (რეიტინგ-ტურნირი).

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად შემდეგი დროის კონტროლით გაიმართა: 25 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

 

პრეზიდენტობა მეოთხე ვადით!

22 დეკემბერს ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტად მეოთხე ვადით,საერთაშორისო დიდოსტატი გიორგი გიორგაძე  ერთხმად აირჩიეს!

გიორგი გიორგაძე

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვაჟთა შორის;

საკავშირო სპარტაკიადის და საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი;

გია გიორგაძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს!

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

 მას 67 დელეგატი ესწრებოდა, რომლებმაც ფედერაციის გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს და წესდებაში ცვლილებების შეტანა დაამტკიცეს.

ბოლო საკითხი ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები იყო. მოქმედი პრეზიდენტი გია გიორგაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახლდათ – მას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ყრილობა

დღის წესრიგი:

 

22 დეკემბერი, 2018 წელი

 

1.საარჩევნო პერიოდში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში /გ. გიორგაძე/;

 

 2. ფედერაციის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ  /გ. გიორგაძე/;

 

 3. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების  არჩევნები.

   

წარმატებით იასპარეზა!

სოფიკო ხუხაშვილმა წარმატებით იასპარეზა არაბთა გაერთიანებული ემირატების ქალაქ  შარჟაში დასრულებულ  ქალთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე! ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 33 ქვეყნის 120 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

პირველი ადგილი 7,5 ქულით რუმინელმა დიდოსტატმა ირინა ბულმაგამ დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2.კარინა შჩეპკოვსკა (პოლონეთი)

გვეტაძის გამარჯვებით დასრულდა!

საერთაშორისო დიდოსტატ სოფიო გვეტაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა  საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა! გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო II-III ადგილებზე გასულ: ალექსანდრა ვახანიას და მირანდა მიქაძეს. 

6-6 დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

4.მაკა ფურცელაძე

5.თამარ ესაძე

6.ნია დონღვანი.

საჭადრაკო ფესტივალმა ხონში წარმატებით ჩაიარა!

16 დეკემბერს ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჭადრაკის ფედერაციამ საჭადრაკო ფესტივალს  ‘ხონი 2018’ უმასპინძლა. ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია. სწრაფ ჭადრაკში გამართულ შეჯიბრში იმერეთის, სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონის 151 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

გვერდები

Top