ანონსი

21 იანვარს 14:00 საათზე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საუკუნის მწვრთნელის, ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი ფუძემდებლის ვახტანგ ქარსელაძის 100 წლის თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

თქვენს წინაშე ასევე წარმოდგენილი იქნება მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფოტო ალბომი.

3 ტურის შემდეგ...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება. 3 ტურის შემდეგ ჭაბუკთა შორის ქულათა მაქსიმუმით ილია კავკასიძე და დავით ცქიფურიშვილი დაწინაურდნენ.ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან:შოთა ხოდაშნელი და გიორგი ნაყოფია.

გოგონათა შორის ასევე დანაკარგის გარეშე დაწინაურდა დიანა ლომაია.

კაჭარავამ ჩეხეთის დედაქალაქში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!

ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორმა, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლემ, ნიკოლოზ კაჭარავამ დიდი წარმატებით იასპარეზა  ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე! ნიკამ, 9-დან 7 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა, ამასთანავე საკუთარ ელო-რეიტინგს 26 ქულაც შემატა.აღსანიშნავია, რომ კაჭარავა ტურნირში მე-12 ნომრად იყო განთესილი.

ზურაბ სტურუამ ერევანში წარმატებით იასპარეზა!

სენიორთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა და პრიზიორმა  ზურაბ სტურუამ წარმატებით იასპარეზა  სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ანდრანიკ მარგარიანის სახელობის მემორიალზე!

სტურუამ 9 შესაძლებლობიდან  5.5 ქულა დააგროვა და მასპინძელ არტურ დავთიანთან ერთად მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა,
ტურნირის გამარჯვებული  კლემენტი სიჩევი (რუსეთი) გახდა 6.5 ქულით, ასპარეზობის მეორე ქართველმა მონაწილე ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (2479) კი 3.5 ქულა დააგროვა.

ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

დებულება

პარტიების  პირდაპირი ჩვენება

ტექნიკური შედეგები:

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, მაია ჩიბურდანიძეს!

მაია ჩიბურდანიძე

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი;

საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებული;

4-გზის საჭადრაკო ოსკარის მფლობელი;

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი;

ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა!

ბრწყინვალედ  იასპარეზა საქართველოს  მრავალგზის ჩემპიონმა,  ლევან ფანცულაიამ ინდოეთის დედაქალაქში დასრულებულ ტრადიციულ, 'ღია' საერთაშორისო ტურნირზე! თბილისელმა დიდოსტატმა 10-დან  8 ქულა დააგროვა , I-VII  ადგილები გაინაწილა და   დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი დაისაკუთრა.

ტურნირის მეორე ქართველმა მონაწილემ ლუკა პაიჭაძემ 7 ქულა დააგროვა.

წარმატებული დებიუტი!

საერთაშორისო ოსტატ ნიკოლოზ მანაგაძის გამარჯვებით დასრულდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული საქართველოს პირველობა სენიორთა შორის! ჩემპიონატის დებიუტანტმა  ასპარეზობა მარცხის გარეშე განვლო და  7-დან  6 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის.

5-5 ქულით II- VI ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2. ფრიდონ ყალაგაშვილი

3. ციალა ქასოშვილი 

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9 და 11 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

25 იანვარი - 3 თებერვალი  2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

    25.01-03.02. 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. მონაწილენი:

ალექსანდრე ბოკუჩავას თასი (რეიტინგ-ტურნირი) 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

16.01-23.01. 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

    16.01-23.01. 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. მონაწილენი:

გვერდები

Top