ტრადიცული ტურნირი მგელაძის გამარჯვებით დასრულდა...

 

საერთაშორისო ოსტატმა თამაზ მგელაძემ ერთპიროვნულად გაიამრჯვა ჭადრაკის სასახლეში გამართულ ტრადიციულ, ყოველკვირეულ ტურნირზე  ელვისებურ ჭადრაკში! გამარჯვებულმა შესანიშნავი შედეგი 11-დან 10 დააფიქსირა და დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ირაკლი ახვლედიანმა და  ისევე როგორც წინა კვირას მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

მომქმედი ჩემპიონის რანგში...

მერი არაბიძემ საქართველოს  ქალთა ჩემპიონატის დასკვნით ტურში,  მომქმედი ჩემპიონის რანგშიც თავდაუზოგავად იბრძოლა და მორიგი გამარჯვება იზეიმა! ამრიგად, მის აქტივში 8 გამარჯვება და 3 ყაიმია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში ჩემპიონატის ყველა მონაწილემ  ბოლომდე იბრძოლა და არც ერთი პარტია ყაიმით არ დასრულებულა!

მერი არაბიძემ ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად დაისაკუთრა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების  წევრმა მერი არაბიძემ ფინიშამდე ერთი ტურით ადრე დამაჯერებლად გაინაღდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული!

ქუთაისელი  დიდოსტატი  მთელი ორი ქულით (!) უსწრებს  უახლოესს მდევარს! ბოლო ტურში მისი მეტოქე  თამარ წერეთელი იქნება.

დასკვნითი ტურის წინ საპრიზო სამეულის შანსებს 4 მონაწილე ინარჩუნებს: ხუხაშვილი, მიქაძე, მელია და ხომერიკი.

მეათე ტურის შედეგები:

სკოპიეში კონტინენტის ჩემპიონატი დასრულდა...

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულდა  ევროპის პირადი ჩემპიონატი ვაჟთა შორის.

პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

1.ვლადისლავ არტემიევი (რუსეთი;2736)

2.ნილს გრანდელიუსი      (შვედეთი;2694)

8 ქულით და უკეთესი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე კასპერ პერუნი (პოლონეთი;2631) განთავსდა.

”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2019” (II ეტაპი) ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

5 აპრილი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:

   საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

     ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს გრან-პრის II ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი

    05.04. 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2019” (II ეტაპი) სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

3-4 აპრილი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:

   საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

სწრაფ ჭადრაკში საქართველოს გრან-პრის II ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

ნორჩი ჩემპიონები!

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეების ტრიუმფით დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის!

გოგონები:

I     ადგილი  - მარიამ ჭეჭელაშვილი (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია; მწვრთნელი დავით ზარქუა)  - 6,5 ქულა;

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა!

 

დღეს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გახსნის  ცერემონია გაიმართა. დამსწრეებს სიტყვით მომართეს და ღონისძიების დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის  დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.  

ანონსი

29 მარტს 12:00 საათზე, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება 2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის საზეიმო გახსნა.

არაბიძე ლიდერობას ინარჩუნებს!

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე  საქართველოს  ქალთა 76-ე ჩემპიონატის მერვე ტურის ცენტრალურ პარტიაში მერი არაბიძისა და სალომე მელიას დაპირისპირებაში, გაიმარჯვა არაბიძემ და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. გამარჯვება იზეიმა მეორე ლიდერმა მირანდა მიქაძემ ალექსანდრა ვახანიასთან ორთაბრძოლაში. მომდევნო, მეცხრე ტურში საინტერესო იქნება ორი ლიდერის: არაბიძის და მიქაძის შეხვედრა.

მერვე ტურის შედეგები:

მელია         0 : 1    არაბიძე            

გვერდები

Top